ოქრო NYMEX(უნც.)  1252.6  +0.56%    |    პლატინა (უნც.)  929.45  +0.26%    |    ვერცხლი (უნც.)  16.54  +1.05%    |    პალადიუმი NYMEX  882.40  +0.68%    |    ნიკელი (ტონა)  8977.5  +0.06%    |    ალუმინი (ტონა)  1878.25  +0.59%    |    ნავთობი (Brent)  45.09  +0.62%    |    გაზი(NYMEX)  2.905  +0.42%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.11  +0.51%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  122.33  +0.30%    |    ხორბალი (ტონა)  460  -0.78%    |   
 USD 2.408        EUR 2.6881        GBP 3.0512        RUB 4.0271        UAH 0.9252        AZN 1.4248        AMD 5.0167      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
PSP-ს საიუბილეო გათამაშება დაიწყო
10 აპრილი, 2017, 15:42
PSP-ს საიუბილეო გათამაშება დაიწყო

თბილისი (GBC) - 10 აპრილს, პსპ-ში ბარათის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საიუბილეო გათამაშება დაიწყო. 

კომპანია პსპ 23 წლისაა, პსპ-ს „ჩემი ოჯახის ბარათი“ კი წელს იუბილარია.

10 წელია მომხმარებელი პსპ-ს ბარათზე ღიმილებს აგროვებს, ირჩევს საჩუქრებს მუდმივად განახლებადი კატალოგიდან და  წამახალისებელ გათამაშებებში მონაწილეობს; წელს ბარათმა დამატებით ფასდაკლების ფუნქციაც შეიძინა; ბარათის მფლობელი მომხამრებელი ყველა შენაძენზე დამატებით 6%-იან ფასდაკლებას იღებს, მიუხედავად ფასდაკლების დღეებისა (სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი).

კომპანიის ცნობით, PSP მოხმარებელს გათამაშებაში ჩართვის კვლავაც უპრეცედენტო პირობას სთავაზობს. ყოველ დახარჯულ 10 ლარზე მომხმარებელი გათამაშების ერთ ბილეთს იღებს. თუ რომელ პროდუქტს შეიძენს მომხმარებელი ამას მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს მედიკამენტი, ფრანგული თუ ევროპული ხარისხის კოსმეტიკური საშუალებები, თუ საბავშვო პროდუქტები, რომელზეც პსპ-ში ყოველთვიურად სპეციალური აქციები იმართება.

„საიუბილეო პრიზები მომხმარებლის გამოკითხვის საფუძველზე შევარჩიეთ. ბინა საბურთალოზე  და ხელფასი კვლავაც მოხმარებლის ყველაზე სასურველ პრიზად რჩება. საიუბილეო გათამაშებაში სიახლეც გვაქვს. ერთი პრიზი არჩევითი იქნება. გამარჯვებულს საშუალება მიეცემა თავად აირჩიოს მისთვის სასურველი პრიზი: ახალთახალი ავტომობილი ან სწავლა (ერთ სემესტრი) დიდ ბრიტანეთში ან 25000 ლარი. არჩევითი პრიზის შემთხვევაში აუცილებელია სატელეფონო ზარზე პასუხის გაცემა, რათა მომხმარებელმა თავად აირჩიოს პრიზი.“ - ახადებენ PSP-ში. 

PSP-ს საიუბილეო გათამაშება 14 სექტემბერს  „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში 18სთ-იანი „კურიერის“ დასრულების შემდეგ გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ 23 წლიანი წარმატებული საქმიანობის მანძილზე PSP -მ მომხამრებელს არაერთი ინოვაცია და საინტერესო პროექტი შესთავაზა.  წამახალისებელი გათმაშება განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მომახმარებლისთვის. უკვე ჩატარებულია პსპ-ს 19  წამახალისებელი გათამაშება; PSP-ს მომხმარებლებმა უკვე მოიგეს 46 ავტომობილი, 8 ბინა თბილისში, 8, 2000 ლარიანი ხელფასი მთელი წლის განმავლობაში. 140 ოჯახს კი PSP-გან ძვირადღირებული საჩუქრები გადაეცა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები