ოქრო NYMEX(უნც.)  1300.63  +0.45%    |    პლატინა (უნც.)  943.10  +0.38%    |    ვერცხლი (უნც.)  17.08  +0.38%    |    პალადიუმი NYMEX  913.95  +0.37%    |    ნიკელი (ტონა)  10530  -1.77%    |    ალუმინი (ტონა)  2114.7  -1.59%    |    ნავთობი (Brent)  56.52  +0.16%    |    გაზი(NYMEX)  2955  0.00%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.09  +0.28%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  135.27  -0.81%    |    ხორბალი (ტონა)  453.75  +0.22%    |   
 USD 2.4804        EUR 2.9708        GBP 3.3617        RUB 4.3075        UAH 0.9438        AZN 1.45        AMD 5.1859      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისის ზოოპარკში აფრიკული პინგვინები ჩამოვიდნენ
10 აპრილი, 2017, 16:47
თბილისის ზოოპარკში აფრიკული პინგვინები ჩამოვიდნენ

თბილისი (GBC) - თბილისის ზოოლოგიურ პარკს ბრისტოლის ზოოპარკისგან (დიდი ბრიტანეთი) საჩუქრად გამოგზავნილი 19 აფრიკული პინგვინი შეემატა.

 

თბილისთან დაძმობილებული ქალაქ ბრისტოლის ზოოპარკმა თბილისის ზოოპარკისთვის აფრიკული პინგვინების ჩუქება 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ბრისტოლსა და თბილისს დაძმობილების 30 წელი უსრულდებათ.

აფრიკული პინგვინების მისაღებად ზოოპარკის არსებულ ტერიტორიაზე გაფართოვდა ძველი პინგვინარიუმი, მოეწყო დამატებითი სივრცე და ქვიშიანი სანაპირო, გაკეთდა ახალი თავშესაფრები და საბუდრები.    

„აფრიკული პინგვინების ჩამოსვლას მოუთმენლად ელოდა ყველა. წყალდიდობამდე ზოოპარკში გვყავდა „ლივინგ ქოსთსის“ ზოოპარკის ნაჩუქარი პინგვინები, თუმცა, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ შევძელით. და აი, ისინი კვლავ დაგვიბრუნდნენ. აფრიკული პინგვინები სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში არიან გავრცელებულნი, შესაბამისად საქართველოს ჰავა სრულად ესადაგება მათი სიცოცხლისთვის აუცილებელ კლიმატურ პირობებს. აფრიკული პინგვინების მიღება ჩვენთვის დიდი პატივია, რადგან ეს სახეობა გადაშენების პირასაა და სპეციალურ პროგრამაშია ჩართული“, _ აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები