ოქრო NYMEX(უნც.)  1251.45  -0.32%    |    პლატინა (უნც.)  944.15  -0.55%    |    ვერცხლი (უნც.)  17.03  -0.53%    |    პალადიუმი NYMEX  772  -0.05%    |    ნიკელი (ტონა)  9167.5  -1.87%    |    ალუმინი (ტონა)  1944.2  -0.23%    |    ნავთობი (Brent)  54.36  +0.37%    |    გაზი(NYMEX)  3.336  +0.72%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  15.72  -1.13%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  129.82  -0.29%    |    ხორბალი (ტონა)  429.50  +0.07%    |   
 USD 2.4076        EUR 2.6927        GBP 3.1215        RUB 4.2663        UAH 0.9166        AZN 1.4246        AMD 4.9744      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ელიტ ელექტრონიქსი ბოშის დღეებს მასპინძლობს
10 აპრილი, 2017, 17:36
ელიტ ელექტრონიქსი ბოშის დღეებს მასპინძლობს

თბილისი (GBC) - მხოლოდ ორი დღით, 10 და 11 აპრილს ელიტ ელექტრონიქსი და ბოში მომხარებელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს ბოშის ბრენდის ტექნიკაზე.

კომპანიის ცნობით, აქციის ფარგლებში მსურველი შეძლებს შეიძინოს მაცივარი, გაზქურა, სარეცხის მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა და სხვა უამრავი საოჯახო ტექნიკა.

აქცია მოქმედებს ელიტ ელექტრონიქსის ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებისას ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში.

ელიტ ელექტრონიქსი ბოშის ბრენდის ექსკლუზიური რითეილ პარტნიორი საქართველოში. კომპანია ბოში 1886 წელს დაარსდა გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში. კომპანიის დამაარსებლის რობერტ ბოშის დევიზია  - "სჯობს დაკარგო ფული, ვიდრე ნდობა". ინოვაციები და ტექნოლოგიური განვითარება კომპანის განუყოფელი ნაწილია.

სხვადასხვა პატენტების რაოდენობით ბოშის ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია მსოფლიოში ტექნიკის მწარმოებელ კომპანიებს შორის. ენერგო ეფექტური ტექნიკა, ყველაზე მაღალტექნოლოგიური სარეცხის მანქანები, ყველაზე ჩუმი მტვერსასრუტები (კონტეინერით), ყველაზე მძლავრი მულტირობოტები, მაცივრები ხილის და ბოსტნეულის ყველაზე ხანგრძლივი შენახვის შესაძლებლობით - იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რასაც კომპანია მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სთავაზობს. ყველა ეს ტექნიკა ხელმისაწვდომია საქართველოში ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში.

რაც შეეხება ელიტ ელექტრონიქსის, კომპანია  უკვე 21 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. ელიტ ელექტრონიქსი არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქსელი, ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანით და ექსკლუზიურად წარმოდგენილი ბრენდებით. კომპანია ზრუნავს შექმნას შოპინგისთვის კომფორტული გარემო და სწორედ ამიტომ უკვე არაერთ ქალაქში გახსნა უნიკალური კონცეფციის მაღაზიები.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები