ოქრო NYMEX(უნც.)  1218.93  +0.12%    |    პლატინა (უნც.)  908.90  +0.20%    |    ვერცხლი (უნც.)  15.67  -0.10%    |    პალადიუმი NYMEX  859.50  +0.56%    |    ნიკელი (ტონა)  9362.5  +1.96%    |    ალუმინი (ტონა)  1923.75  +0.20%    |    ნავთობი (Brent)  48.80  +0.78%    |    გაზი(NYMEX)  2.977  +0.54%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.07  +0.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  132.22  +0.80%    |    ხორბალი (ტონა)  516.75  +1.01%    |   
 USD 2.3983        EUR 2.7923        GBP 3.1183        RUB 4.0713        UAH 0.9271        AZN 1.4216        AMD 5.0095      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველო წელს რუსეთიდან გაზის შეძენას აღარ აპირებს
11 აპრილი, 2017, 14:56
საქართველო წელს რუსეთიდან გაზის შეძენას აღარ აპირებს

თბილისი (GBC) - ენერგეტიკის სამინისტროს პროგნოზით, წელს საქართველოში გაზის მოხმარება  2,458  მილიარდი კუბ. მეტრი იქნება და 96% აზერბაიჯანული გაზით დაკმაყოფილდება.

ენერგეტიკის მინისტრის მიერ დამტკიცებული ბალანსიდან ცნობილი ხდება, რომ საქართველო აზერბაიჯანიდან წელს 2.327 მლრდ კუბ. მეტრი გაზის მიღებას ელის, საიდანაც 1.5 მილიარდს  სოკარი მოგვაწვდის,  800 მლნ შაჰ-დენიზის გაზია (დამატებითი + ოფციური).

ადგილობრივი მოპოვება მხოლოდ 9,9 მილიონი კუბ. მეტრის ოდენობით არის ნავარაუდევი.

რუსეთიდან წელს 100 მლნ კუბ. მეტრი გაზი გვაქვს მიღებული, ყველაზე მეტი თებერვალში (70 მლნ)  და ამ სამი თვის გარდა საქართველო  რუსეთიდან გაზის მიღება/შესყიდვას აღარ გეგმავს.

როგორც ცნობილია საქართველო რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას იღებს. კონკრეტული თანხა ცნობილი არ არის, თუმცა ახალი ხელშეკრულებით რუსეთი ვალდებულია, აანაზღაუროს ტრანზიტის საფასური იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ გაატარებს დაკონტრაქტებულ მოცულობას (დაახლოებით 2 მლრდ კუბ. მეტრი) ჩვენს მილსადენში.

გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს, რომ  საჭიროების შემთხვევაში „გაზპრომი“ ყოველ 1000 კუბ. მეტრ გაზს საქართველოს $215-ის ნაცვლად, 185 დოლარად მოაწვდის, როგორც ენერგეტიკის მინისტრმა ადრე თქვა „სოკარზე“  $1-ით ნაკლებ ფასად.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები