ოქრო NYMEX(უნც.)  1300.63  +0.45%    |    პლატინა (უნც.)  943.10  +0.38%    |    ვერცხლი (უნც.)  17.08  +0.38%    |    პალადიუმი NYMEX  913.95  +0.37%    |    ნიკელი (ტონა)  10530  -1.77%    |    ალუმინი (ტონა)  2114.7  -1.59%    |    ნავთობი (Brent)  56.52  +0.16%    |    გაზი(NYMEX)  2955  0.00%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.09  +0.28%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  135.27  -0.81%    |    ხორბალი (ტონა)  453.75  +0.22%    |   
 USD 2.4829        EUR 2.9497        GBP 3.3497        RUB 4.3289        UAH 0.9436        AZN 1.4635        AMD 5.2052      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სადაზღვევო კომპანია ალდაგმა მოსავლის დაზღვევა დაიწყო
11 აპრილი, 2017, 15:06
სადაზღვევო კომპანია ალდაგმა მოსავლის დაზღვევა დაიწყო

თბილისი (GBC) - სადაზღვევო კომპანია ალდაგმა მოსავლის დაზღვევა დაიწყო.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მეოთხე ეტაპის ფარგლებში,  ყველა ფერმერს, ვინც მაქსიმუმ 5 ჰექტარი ფართობის და მარცვლეული კულტურების შემთხვევაში, 30 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთს ფლობს, შესაძლებლობა ეძლევა დააზღვიოს მოსავალი ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული რისკებისგან: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსის შემთხვევაში).

აგროდაზღვევის განახლებული პროგრამის  ფარგლებში, ფერმერებს სადაზღვევო პრემიის 70%ს სახელმწიფო დაუფინანსებს. სუბსიდირება 50% -ს შეადგენს ვაზის დაზღვევის შემთხვევაში.

მაგალითისთვის, 1 ჰექტარი ხორბლის ნათესის შემთხვევაში, თუ მოსავლის სახით, ფერმერმა უნდა მიიღოს 3 ტონა პროდუქცია, რომლის სადაზღვევო ლიმიტი 1500 ლარია, ფერმერს 29,25 ლარის გადახდა მოუწევს. სადაზღვევო პრემიის დანარჩენ ნაწილს სახელმწიფო აანაზღაურებს.

ჰექტარი ვაშლის ბაღის დაზღვევისთვისთუ მოსავლის სახით უნდა მიიღოს  25 ტონა პროდუქციარომლის სადაზღვევო ლიმიტი 25,000 ლარია, ფერმერს 600 ლარის გადახდა   მოუწევსპრემიის დანარჩენ ნაწილს სახელმწიფო აანაზღაურებს.

 1 ჰექტარი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშების დაზღვევისთვის, თუ მოსავლის სახით უნდა მიიღოს 10 ტონა პროდუქცია, რომლის სადაზღვევო ლიმიტი 10,000 ლარია, ფერმერს მხოლოდ 425 ლარის გადახდა მოუწევს.  თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშების შემთხვევაში, რომლის სადაზღვევო ლიმიტი 8,000 ლარია, ფერმერს 340 ლარის გადახდა მოუწევს. დანარჩენ ნაწილს სახელმწიფო აანაზღაურებს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შემდეგი კულტურების დაზღვევაა შესაძებელი: მარცვლეული, პარკოსანი, ბოსტნეული, ბაღჩეული,კენკროვანი, კაკლოვანი და სუბტროპიკული კულტურები, ხეხილი, ციტრუსი, თეთრყურძნიანი და წითელყურძნიანი ვაზისჯიშები.

ალდაგის ცნობით,  ფერმერებს საქართველოს ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედოსთან ერთად დარჩენილი პრემიის გადახდის მოქნილ და გამარტივებულ სქემას სთავაზობენ.

ფერმერებისთვის მომსახურების ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, ალდაგის ოფისები, საქართველოს ცხრა რეგიონში - აჭარაში, იმერეთში, სამეგრელოში, კახეთში, გორში, მარნეულში, წალკაში, ახალქალაქსა და ახალციხეში მოემსახურება მომხმარებლებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები