ოქრო NYMEX(უნც.)  1251.45  -0.32%    |    პლატინა (უნც.)  944.15  -0.55%    |    ვერცხლი (უნც.)  17.03  -0.53%    |    პალადიუმი NYMEX  772  -0.05%    |    ნიკელი (ტონა)  9167.5  -1.87%    |    ალუმინი (ტონა)  1944.2  -0.23%    |    ნავთობი (Brent)  54.36  +0.37%    |    გაზი(NYMEX)  3.336  +0.72%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  15.72  -1.13%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  129.82  -0.29%    |    ხორბალი (ტონა)  429.50  +0.07%    |   
 USD 2.4076        EUR 2.6927        GBP 3.1215        RUB 4.2663        UAH 0.9166        AZN 1.4246        AMD 4.9744      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ი და თურქეთის ცენტრალური ბანკი თანამშრომლობას აღრმავებენ
11 აპრილი, 2017, 15:31
სებ-ი და თურქეთის ცენტრალური ბანკი თანამშრომლობას აღრმავებენ

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკი და თურქეთის ცენტრალური ბანკი თანამშრომლობას აღრმავებენ.

ბელეკში, ცენტრალური აზიის, შავი ზღვის რეგიონისა და ბალკანეთის ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველთა კლუბის 37-ე შეხვედრის ფარგლებში, ბანკებს შორის  ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სისტემატურად აწარმოებენ საქმიან დიალოგს ექსპერტების დონეზე და გააძლიერებენ თანამშრომელთა გაცვლით სამუშაო ვიზიტებს, რომელიც შესაძლოა გამოიხატოს ტექნიკური რჩევებით, ტრენინგებით, სემინარებით, ვორქშოფებით, კვლევითი ვიზიტებითა და აქტივობებით ორმხრივად შეთანხმებულ საკითხებსა და სფეროებზე.

შეთანხმების შესაბამისად, მხარეები აპირებენ გაცვალონ ინფორმაცია და შეხედულებები ეკონომიკასა და ფინანსური განვითარების შესახებ ორი ქვეყნის ჭრილში და ასევე ცენტრალური ბანკის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები