ოქრო NYMEX(უნც.)  1307.60  -0.49%    |    პლატინა (უნც.)  908.90  -0.48%    |    ვერცხლი (უნც.)  16.34  -0.91%    |    პალადიუმი NYMEX  964.20  +0.22%    |    ნიკელი (ტონა)  13787.5  -1.32%    |    ალუმინი (ტონა)  2329.7  -0.62%    |    ნავთობი (Brent)  73.81  -3.10%    |    გაზი(NYMEX)  2.719  -0.80%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.36  -0.18%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  119.97  -0.62%    |    ხორბალი (ტონა)  519.25  +1.38%    |   
 USD 2.4423        EUR 2.8773        GBP 3.2925        RUB 3.9332        UAH 0.9341        AZN 1.4405        AMD 5.0555      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საზღვარგარეთ მდებარე უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს უფლებების ერთიანი რეესტრი იქმნება
11 აპრილი, 2017, 16:08
საზღვარგარეთ მდებარე უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს უფლებების ერთიანი რეესტრი იქმნება

თბილისი (GBC) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს უფლებების ერთიანი რეესტრის წარმოებას იწყებს. 

საქართველოს სახელმწიფოს უფლებები, რომელიც  საზღვარგარეთ მდებარე უძრავ ქონებასთან იქნება დაკავშირებული,  სისტემურად აღრიცხება და ელექტრონული ფორმით საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება.

ინიციატივის თანახმად, საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე უძრავი ქონების მისამართი, მიწის ნაკვეთი ან/და შენობა-ნაგებობის ფართობი, დანიშნულება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვ. მონაცემები საჯარო რეესტრის ვებ-პროგრამაში  აისახება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი.  ამასთან, ამგვარი რეესტრით შესაძლებელი გახდება სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მიმდინარე სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროექტის სრულყოფილად განხორციელება.  

საზღვარგარეთ მდებარე ქონებაზე საქართველოს სახელმწიფოს უფლებები აქამდე სისტემატიზებული სახით აღრიცხული არ იყო, რაც ინფორმაციის მოპოვების თვალსაზრისით, სირთულეს ქმნიდა როგორც სახელმწიფო უწყებებისთვის, ისე  მოქალაქეებისთვის.

 

საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების  უძრავი ნივთების აღრიცხვის გარდა, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდება ლევილის მამული, რომელიც 2016 წლის 23 სექტემბერს საქართველოს მთავრობის ემიგრირებული წევრების შთამომავლებისა და წარმომადგენლების, საქართველოს მთავრობის უფლებამოსილ პირებს შორის შეთანხმების შედეგად საქართველოს გადმოეცა და სახელმწიფო ლევილის მამულის  კანონიერი მესაკუთრე გახდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები