ოქრო NYMEX(უნც.)  1262.05  +0.05%    |    პლატინა (უნც.)  948.80  -0.17%    |    ვერცხლი (უნც.)  17.14  -0.30%    |    პალადიუმი NYMEX  768.08  +1.18%    |    ნიკელი (ტონა)  9332.5  -0.66%    |    ალუმინი (ტონა)  1925.25  -0.73%    |    ნავთობი (Brent)  53.37  -0.87%    |    გაზი(NYMEX)  3.413  -0.35%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  16.45  +0.18%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  130.52  -1.14%    |    ხორბალი (ტონა)  431  -0.74%    |   
 USD 2.4217        EUR 2.7084        GBP 3.1446        RUB 4.2722        UAH 0.9194        AZN 1.4372        AMD 5.0139      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
კაფსულო ყავის მწარმოებელ საწარმოს ასაშენებლად 22 მილიონს  დახარჯავს
11 აპრილი, 2017, 17:50
კაფსულო ყავის მწარმოებელ საწარმოს ასაშენებლად 22 მილიონს  დახარჯავს

თბილისი (GBC) – შემოდგომიდან  საქართველოში ყავის კაფსულების მწარმოებელი საწარმო ამოქმედდება.

კომპანია „კაფსულოს“  საწარმო მსოფლიო ლიდერი კომპანიების NESPRESSO-ს და STARBUCKS-ის ანოლოგიური დანადგარებით აღიჭურვება და მაღალი ხარისხის, რამდენიმე სახეობის ყავას გამოუშვებს, მათ შორის ყავის კაფსულებს სპეციალური აპარატებისათვის, ასევე მოხალული ყავის მარცვლებს, დაფქულ ყავასა და დაფასოებულ ცივ ყავას ალუმინის ბრენდირებულ ქილებში.

გახსნიდან 2- წლიან გეგმაში პროდუქციის ექსპორტზე გატანაც არის დაგეგმილი. პოტენციურ საექსპორტო ბაზრებს შორის  აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა და ყაზახეთი სახელდება.

 შპს „კაფსულო“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.   სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 22 მლნ  ლარს შეადგენს.

საწარმოს ასაშენებლად უძრავი ქონება „კაფსულოს“ 412 000 ლარად საინვესტიციო პირობებით გადაეცა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები