ოქრო NYMEX(უნც.)  1251.55  +0.44%    |    პლატინა (უნც.)  923.9  +0.63%    |    ვერცხლი (უნც.)  16.62  +0.33%    |    პალადიუმი NYMEX  865.73  +0.21%    |    ნიკელი (ტონა)  9117.5  +1.00%    |    ალუმინი (ტონა)  1869.75  +0.12%    |    ნავთობი (Brent)  46.52  +1.04%    |    გაზი(NYMEX)  3.070  +0.69%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.89  +0.31%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  125.08  +0.30%    |    ხორბალი (ტონა)  467.50  +0.41%    |   
 USD 2.4075        EUR 2.7092        GBP 3.0676        RUB 4.084        UAH 0.9232        AZN 1.4162        AMD 5.0083      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისის მერია ახალი ტფილისის მეორე ეტაპს უახლოეს მომავალში დაიწყებს
11 აპრილი, 2017, 18:16
თბილისის მერია ახალი ტფილისის მეორე ეტაპს უახლოეს მომავალში დაიწყებს

თბილისი (GBC) - თბილისის მერია უახლოეს მომავალში დაიწყებს პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპს, რომელიც ორბელიანის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას მოიცავს, - ამის შესახებ თბილისის მერმა საკრებულოში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 

2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე  მან პროექტ „ახალი ტფილისის“ შესახებ ისაუბრა და  2016 წლის პროექტებს შორის მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე არსებული ტერიტორიის რეაბილიტაციას მნიშვნელოვანი უწოდა.

თბილისის მერის განცხადებით, პროექტი უზრუნველყოფს მტკვრის ორივე სანაპიროზე დიდი ტურისტული მარშრუტის მოწყობას. პირველი ეტაპის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ღვინის აღმართზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. ამასთან, დასრულდა  ზემო კალას რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს 20-მდე შენობას და 15-მდე ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს. მიმდინარეობს გუდიაშვილის სახელობის მოედნის რესტავრაცია-რეაბილიტაცია 14 მისამართზე, ასევე, ნარიყალას ისტორიული ციხესიმაგრის რეაბილიტაცია.

„რაც მთავარია, დასრულდა აღმაშენებლის გამზირის სრული რეაბილიტაცია. მარჯანიშვილის მოედნიდან - ზაარბრიუკენის მოედნამდე რესტავრაცია-რეაბილიტაცია 47 ისტორიულ შენობას ჩაუტარდა, რომელთა შორის 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. გარდა ამისა, გამზირის ამ ნაწილში, მთლიანად გამოიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები. განხორციელდა ისტორიული სადარბაზოების აღდგენა-რესტავრაცია, რაც ასევე, საკმაოდ შრომატევად სამუშაოებს მოიცავს. მიმდინარეობს სარეკრეაციო ზონების მოწყობა და განვითარება. ასევე, იგეგმება აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტირება, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტირება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, მერიამ მოსახლეობის თხოვნით და ტურისტული ინფრასტრუქტურის სტიმულირების მიზნით, ძველი თბილისის ქუჩების საფეხმავლო ზონად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნულ არეალში 8 ქუჩა საფეხმავლო ზონად მოეწყობა.

შეგახსენებთ, თბილისის მერი წარმომადგენლობით ორგანოში დღეს მეშვიდედ მივიდა. მას ოპოზიციის მწვავე კითხვებზეც მოუწევს პასუხის გაცემა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სპონსორები