ოქრო NYMEX(უნც.)  1262.05  +0.05%    |    პლატინა (უნც.)  948.80  -0.17%    |    ვერცხლი (უნც.)  17.14  -0.30%    |    პალადიუმი NYMEX  768.08  +1.18%    |    ნიკელი (ტონა)  9332.5  -0.66%    |    ალუმინი (ტონა)  1925.25  -0.73%    |    ნავთობი (Brent)  53.37  -0.87%    |    გაზი(NYMEX)  3.413  -0.35%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  16.45  +0.18%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  130.52  -1.14%    |    ხორბალი (ტონა)  431  -0.74%    |   
 USD 2.4144        EUR 2.7155        GBP 3.1322        RUB 4.2758        UAH 0.9184        AZN 1.425        AMD 4.9988      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ელიტ ელექტრონიქსმა HUAWEI P10-ის ექსკლუზიურ შეთავაზებაზე განაცხადა
11 აპრილი, 2017, 18:41
ელიტ ელექტრონიქსმა HUAWEI P10-ის ექსკლუზიურ შეთავაზებაზე განაცხადა

თბილისი (GBC) - ელიტ ელექტრონიქსმა ექსკლუზიურად, ჰუავეის ბრენდის ახალ მოდელი HUAWEI P10 წარადგინა, რომელიც კომპანიის მაღაზიათა ქსელში უკვე ხელმისაწვდომია.

HUAWEI P10-არის სმარტფონი, რომელიც, გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით და გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფით. უფრო მეტიც, ამ ახალ სმარტფონს უნიკალური ფოტო კამერა აქვს, რომელიც ფოტოაპარატების ლეგენდარულ გერმანულ ბრენდთან, ლეიკასთან თანამშრომლობით შეიქმნა. P10 წარმოაჩენს, რომ ჰუავეის კვლავაც სურს დანერგოს ახალი სტანდარტები და ეს სმარტფონი აქციოს ინსპირაციის წყაროდ მათთვის, ვინც მობილური ფოტოგრაფიითაა გატაცებული. Leica-ს კამერა პორტრეტების გადაღების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, ხოლო მისი წინა კამერა თქვენს სელფის სრულიად გამორჩეულს გახდის.  ინოვაციური ლინზები, სმარტფონს საშუალებას აძლევს, გადაიღოს მსოფლიოში საუკეთესო შავ-თეთრი სურათები. HUAWEI P10-ის პორტრეტის პარამეტრები მოიცავს სახის ამოცნობის ზუსტ 3D ტექნოლოგიას, რომელიც იყენებს დეტალური იდენტიფიცირების წერტილებს სახის ნაკვთების უფრო სწრაფი და ზუსტი განსაზღვრისთვის. ტელეფონი ასევე აღჭურვილია უახლესი ანდროიდის ოპერაციული სისტემით, რომელიც უმაღლესი ხარისხის ვიდეოს გადაღების შესაძლებლობას იძლევა. სმარტფონს შეუძლია 100 ვატის ენერგია გაატაროს, რის ხარჯზეც ძალიან სწრაფად იმუხტება. მეტალის გლუვი და თხელ დიზაინთან ერთად, HUAWEI P10-ის თითის ანაბეჭდის სენსორი ამჯერად ტელეფონის წინა ნაწილშია მოთავსებული და დამალულია გლუვი შუშის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ სმარტფონი მთლიანად გორილა გლას 5 -ითაა დაფარული, რომელიც ფაქტობრივად არ იკაწრება.

HUAWEI P10-ის შეძენისას მომხმარებელს საჩუქრად გადაეცემა მობილურის აქსესუარები, ხოლო ერთი იღბლიანი დასაჩუქრდება  "შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის" აბონიმენტითა და სასტუმროს საგზურით. სმარტფონის შეძენა შეგიძლიათ ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე განვადებით.

საქართველოში სამომხმარებლო ტექნიკის უდიდესი რეალიზატორი - ელიტ ელექტრონიქსი, უკვე 21 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე. ელიტ ელექტრონიქსი არის ყველაზე ფართედ გავრცელებული ქსელი, ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანითა და ექსკლუზიურად წარმოდგენილი ბრენდებით. კომპანია ზრუნავს შექმნას შოპინგისთვის კომფორტული გარემო და სწორედ ამიტომ უკვე არაერთ ქალაქში გახსნა უნიკალური კონცეფციის მაღაზიები.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები