ოქრო NYMEX(უნც.)  1300.63  +0.45%    |    პლატინა (უნც.)  943.10  +0.38%    |    ვერცხლი (უნც.)  17.08  +0.38%    |    პალადიუმი NYMEX  913.95  +0.37%    |    ნიკელი (ტონა)  10530  -1.77%    |    ალუმინი (ტონა)  2114.7  -1.59%    |    ნავთობი (Brent)  56.52  +0.16%    |    გაზი(NYMEX)  2955  0.00%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.09  +0.28%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  135.27  -0.81%    |    ხორბალი (ტონა)  453.75  +0.22%    |   
 USD 2.4829        EUR 2.9497        GBP 3.3497        RUB 4.3289        UAH 0.9436        AZN 1.4635        AMD 5.2052      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
მარტში უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა გაიზარდა
12 აპრილი, 2017, 11:30
მარტში უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა გაიზარდა

თბილისი (GBC) - საჯარო რეესტრის  სააგენტომ მარტში უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობის ზრდაზე განაცხადა.

უწყების ინფორმაციით, მარტის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 11.7%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 67 414 ერთეული შეადგინა.

წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 17 %-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (19.7%-ით), ისე მეორადი (16.1%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში.

ასევე წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (34.8%-ით), ისე მეორადი (5.2%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2017 წლის მარტის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 17 952 ერთეული შეადგინა, საიდანაც 11 178 ერთეული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა. მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ კი 49 462 ერთეული შეადგინა, საიდანაც 6 155 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაა, ხოლო 3 583 - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია (რეგისტრაციის გაუქმება).

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: 2017 წლის მარტში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 73.4%-ს მეორადი, ხოლო 26.6%-ს -  პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2016 წლის მარტში კი, შესაბამისად, 77.9% და 22.1%).

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები