ოქრო NYMEX(უნც.)  1300.63  +0.45%    |    პლატინა (უნც.)  943.10  +0.38%    |    ვერცხლი (უნც.)  17.08  +0.38%    |    პალადიუმი NYMEX  913.95  +0.37%    |    ნიკელი (ტონა)  10530  -1.77%    |    ალუმინი (ტონა)  2114.7  -1.59%    |    ნავთობი (Brent)  56.52  +0.16%    |    გაზი(NYMEX)  2955  0.00%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.09  +0.28%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  135.27  -0.81%    |    ხორბალი (ტონა)  453.75  +0.22%    |   
 USD 2.4804        EUR 2.9708        GBP 3.3617        RUB 4.3075        UAH 0.9438        AZN 1.45        AMD 5.1859      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
რაკია SHERATON-ის რენოვაციას ივნისამდე ვერ ასრულებს
12 აპრილი, 2017, 17:18
რაკია SHERATON-ის რენოვაციას ივნისამდე ვერ ასრულებს

თბილისი (GBC) – “ყადაღა და სასამართლო დავა საქმიანობაში ხელს არ გვიშლის“, -  „რაკია ჯორჯიას"  დირექტორი გიორგი გეგეჭკორი  SHERATON-ის პრეზენტაციის კიდევ რამდენიმე თვით გადავადებას აანონსებს, - სასტუმრო 1 ოქტომბერს  გაიხსნება. პროექტის ბიუჯეტიც გაიზარდა და   $45 მილიონია. 

რაკიას $20 მლნ -ს ირანული კომპანია ედავება (2011 წლიდან მოყოლებული), რომელსაც სასტუმრო $ 62.5 მლნ დაუფასეს. საქმეში მხოლოდ  $20 მლნ-ის ჩეკი ფიქსირდება, განაღდებულია თუ არა,  გადაიფიქრა თუ  დარჩენილი თანხის გადახდის გრაფიკი დაარღვია მყიდველმა, ცნობილი არ არის.  ფაქტია, რომ შეთანხმების დახურვა ვერ მოხერხდა. 

გიორგი გეგეჭკორიც სწორედ  საქართველოში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე აღნიშნავს,  ბიზნესში მრავალწლიან სამართლებრივ პროცესებზე,  SHERATON -ის ქეისიც მათი თანამედროვეა.

ობიექტის მესაკუთრე „რას ალ ხაიმა ინვესტმენტი" (RAKIA)  აქტივის გასხვისებას არ აპირებს.

სასტუმროს რენოვაციის პროექტში შიდა ინტერიერის დიზაინი კომპანია  wrightassociates-ს ეკუთვნის. 

„შერატონ მეტეხი პალასი" რას ალ-ხაიმას საემიროს შეიხის - საუდ ბინ საქრ ალ ქასიმის კომპანიამ 2007 წელს, $67,5 მილიონად ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გამართულ აუქციონზე შეიძინა (საწყისი ფასი  $25 მლნ,  აუქციონში 7კომპანია მონაწილეობდა).

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები