ოქრო NYMEX(უნც.)  1251.45  -0.32%    |    პლატინა (უნც.)  944.15  -0.55%    |    ვერცხლი (უნც.)  17.03  -0.53%    |    პალადიუმი NYMEX  772  -0.05%    |    ნიკელი (ტონა)  9167.5  -1.87%    |    ალუმინი (ტონა)  1944.2  -0.23%    |    ნავთობი (Brent)  54.36  +0.37%    |    გაზი(NYMEX)  3.336  +0.72%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  15.72  -1.13%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  129.82  -0.29%    |    ხორბალი (ტონა)  429.50  +0.07%    |   
 USD 2.4076        EUR 2.6927        GBP 3.1215        RUB 4.2663        UAH 0.9166        AZN 1.4246        AMD 4.9744      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები მერიის დახმარების მიღებას ხვალიდან შეძლებენ
12 აპრილი, 2017, 17:45
ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები მერიის დახმარების მიღებას ხვალიდან შეძლებენ

თბილისი (GBC) -  თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყარო“-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთათვის „თიბისი ბანკი“-ში ამ მიზნით გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე 1 035 000 ლარი გადაირიცხება.

მერიის ცნობით, დაზარალებული მეწარმეები თანხის აღებას 13 აპრილს, 15:00 საათიდან  „თიბისი ბანკი“-ს სამ ფილიალში შეძლებენ: ცენტრალურ ფილიალში-ჭავჭავაძის N11-ში, მარჯანიშვილის ფილიალში - მარჯანიშვილის N 7-ში და დიდუბის ფილიალში - წერეთლის N 117-ში.

„ბავშვთა სამყაროს“ მეწარმეები შესაბამისი განაცხადის გაფორმებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემდეგ 3 000 ლარს, ერთჯერადი დახმარების სახით, ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღებენ.

თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან დახმარება საერთო ჯამში 345 დაზარალებულს გაეწევა. 

 
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები