ოქრო NYMEX(უნც.)  1285.34  -0.08%    |    პლატინა (უნც.)  930.85  -0.42%    |    ვერცხლი (უნც.)  17.02  -0.11%    |    პალადიუმი NYMEX  979.92  +0.41%    |    ნიკელი (ტონა)  11807.5  +0.34%    |    ალუმინი (ტონა)  2122.75  -0.97%    |    ნავთობი (Brent)  58.30  +0.73%    |    გაზი(NYMEX)  2923  -1.32%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.04  0.00%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  124.30  +0.22%    |    ხორბალი (ტონა)  434  -0.14%    |   
 USD 2.4863        EUR 2.9405        GBP 3.2725        RUB 4.3181        UAH 0.938        AZN 1.4646        AMD 5.1583      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
British American Tobacco-მ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსიტიტუციო სასამართლოში იჩივლა
12 აპრილი, 2017, 19:15
British American Tobacco-მ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსიტიტუციო სასამართლოში იჩივლა

თბილისი (GBC) - British American Tobacco-მ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსიტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. კომპანია არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, "თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში თამბაქოს რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად იკრძალება.

„მოსარჩელის პოზიციით, სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი ეკონომიკური გარემო, რომელიც საშუალებას მისცემს საწარმოს შეუფერხებლად, ყოველგვარი ზედმეტი ადმინისტრაციული ბარიერების გარეშე, განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა. ამასთან, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ არ შეიძლება მეწარმის საქმიანობა იმაზე მეტად შეიზღუდოს საჯარო ინტერესებით, რაც შეაფერხებს მეწარმის ნორმალურ ფუნქციონირებას", - წერს "ბიზნეს მედია" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის ოქმზე დაყრდნობით.  

 სასამართლომ British American Tobacco-ს სარჩელი არსებითად წარმოებაში მიიღო.

სარჩელში აღნიშნულია, რომ ქართულმა სიგარეტის მწარმოებელმა კომპანია "ოჯითიმ" საერთაშორისო კომპანიას სწორედ "თამბაქოს შესახებ კანონის" მე-5 მუხლის დარღვევისთვის უჩივლა სასამართლოში. შედეგად, British American Tobacco-ს დაეკისრა 100 537 172 ლარის ჯარიმა.

"კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობით დაწესებული აკრძალვების შემოღება, სავარაუდოდ, უკავშირდებოდა "თამბაქოს კონტროლის შესახებ" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 16 დეკემბრის №2301-რს დადგენილებით) მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ხსენებული კონვენცია ითვალისწინებს, ზოგადად, მოსახლეობაში თამბაქოს ნაწარმის უფასო მიწოდების შეზღუდვას და არა მეწარმე სუბიექტებს შორის თამბაქოს პროდუქციის სარეალიზაციო ფასების კონტროლს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა არღვევს როგორც კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას, ასევე სცილდება კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს",- აღნიშნულია დოკუმენტში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები