ოქრო NYMEX(უნც.)  1284.04  +0.09%    |    პლატინა (უნც.)  931.30  +0.43%    |    ვერცხლი (უნც.)  17.07  +0.02%    |    პალადიუმი NYMEX  985.17  -0.02%    |    ნიკელი (ტონა)  985.17  -1.61%    |    ალუმინი (ტონა)  2077.25  -0.55%    |    ნავთობი (Brent)  61.57  -1.04%    |    გაზი(NYMEX)  3090  -0.39%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  15.09  -0.20%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  127.22  -0.28%    |    ხორბალი (ტონა)  427.50  -0.02%    |   
 USD 2.7268        EUR 3.2176        GBP 3.6097        RUB 4.575        UAH 1.0298        AZN 1.6071        AMD 5.6142      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
პარლამენტი თამბაქოს მოხმარების შეზღუდვას გეგმავს, მთავრობას კანონპროექტზე შენიშვნები აქვს
18 აპრილი, 2017, 11:23
პარლამენტი თამბაქოს მოხმარების შეზღუდვას გეგმავს, მთავრობას კანონპროექტზე შენიშვნები აქვს

თბილისი (GBC) -  თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს სამშაბათს, მეორე მოსმენით განიხილავენ.

ჯანდაცვის კომიტეტში მუხლობრივად განხილვისას სავარაუდოდ, მთავრობის შენიშვნებზეც მოუწევთ მსჯელობა. მთავრობა თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისას რადიკალურ შეზღუდვებს არ ეთანხმება, ბიზნესზე წუხს და 17 გვერდიან შენიშვნებში სწორედ მათი ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს კანონმდებლებს.

შენიშვნები რამდენიმე საკითხს ეხება, მათ შორის ინდუსტრიის წარმომადგენელთა ჯანდაცვის საკითხების განხილვებში ჩართულობას და იმ სპეციალური სავაჭრო ობიექტების ინტერესების გათავალისწინებას, სადაც ძირითადად თამბაქოს და მისი აქსესუარების რეალიზაცია ხდება.

კანონდებლების მიერ შექმნილი პროექტის გარკვეული მუხლები აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის „ბუნდოვანი“ და „გაუგებარია“.  მიუღებელია სპეციალურ ადგილებში ვიტრინებზე თამბაქოს ხილვადად განთავსების აკრძალვა, მიიჩნევს, რომ შეზღუდვა ასეთ ობიექტებზე არ უნდა გავრცელდეს, რადგანაც ეს ძალიან დააზარალებს საქართველოს ბაზარზე მოქმედ დაახლოებით 10 000 ასეთ ობიექტს და იქ დასაქმებულ 22 000 ადამიანს.

შენიშვნებს შორისაა თამბაქოს  ე.წ დრაივ რეალიზაციის აკრძალვაც.

პარლამენტმა "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიიღო. საბოლოო დამტკიცების შემდეგ,  2018 წლის მაისიდან დახურულ შენობებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა  აიკრძალება. ასევე აიკრძალება თამბაქოს ყველა სახის რეკლამა და მისი რეალიზაცია თვალსაჩინო ადგილას.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები