ოქრო NYMEX(უნც.)  1262.05  +0.05%    |    პლატინა (უნც.)  948.80  -0.17%    |    ვერცხლი (უნც.)  17.14  -0.30%    |    პალადიუმი NYMEX  768.08  +1.18%    |    ნიკელი (ტონა)  9332.5  -0.66%    |    ალუმინი (ტონა)  1925.25  -0.73%    |    ნავთობი (Brent)  53.37  -0.87%    |    გაზი(NYMEX)  3.413  -0.35%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  16.45  +0.18%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  130.52  -1.14%    |    ხორბალი (ტონა)  431  -0.74%    |   
 USD 2.4144        EUR 2.7155        GBP 3.1322        RUB 4.2758        UAH 0.9184        AZN 1.425        AMD 4.9988      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს ირანიდან ინვესტიციების მოზიდვა სურს
18 აპრილი, 2017, 14:24
საქართველოს ირანიდან ინვესტიციების მოზიდვა სურს

თბილისი (GBC) – საქართველოს ირანიდან ინვესტიციების მოზიდვა სურს, - საკითხზე თბილისში ორი ქვეყნის ბიზნესფორუმზე მსჯელობენ. 

ფორუმში, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა და საქართველოში ვიზიტით მყოფმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნეს,  100-მდე კომპანია მონაწილეობს.

 „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ  ირანიდან დამატებითი ინვესტიციების მიღებას. განვიხილეთ  კონკრეტული მიმართულებები და ისეთი დარგები, როგორიც არის  წარმოება, ტრანზიტი,  ფარმაცეფტიკა, სოფლის მეურნეობა, ასევე   თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გამოყენება  ერთობლივი საწარმოების შექმნის საშუალებით და ა.შ. ეს  ის მიმართულებებია, სადაც  ყველაზე მეტ აქტივობებს უნდა ველოდოთ“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ობიექტური მიზეზების გამო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ირანიდან საკმაოდ  მცირეა, თუმცა სავაჭრო ბალანსში ჩვენი ექსპორტი იზრდება.

„კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლები  არიან ჩამოსულები და შესაბამისად,   ვფიქრობთ, რომ უკვე რაღაც კონკრეტული შედეგები გვექნება. სამწუხაროდ,  ობიექტური მიზეზების გამო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ირანიდან საკმაოდ  მცირეა, თუმცა სავაჭრო ბალანსში ჩვენი ექსპორტი იზრდება, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები