ოქრო NYMEX(უნც.)  1305.92  +0.10%    |    პლატინა (უნც.)  947.80  -0.11%    |    ვერცხლი (უნც.)  17.41  -0.01%    |    პალადიუმი NYMEX  995.67  +0.99%    |    ნიკელი (ტონა)  11712.5  -0.02%    |    ალუმინი (ტონა)  2148.25  +0.42%    |    ნავთობი (Brent)  57.80  +1.10%    |    გაზი(NYMEX)  2968  -1.39%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.38  +0.63%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  126.53  +0.09%    |    ხორბალი (ტონა)  439.38  -0.08%    |   
 USD 2.4839        EUR 2.9223        GBP 3.2842        RUB 4.3318        UAH 0.9386        AZN 1.4635        AMD 5.163      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მერსედეს ვერა-მარტინი: თურქეთის მოვლენებმა შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს საქართველოზე
ნათია თაქთაქიშვილი
18 აპრილი, 2017, 18:27
მერსედეს ვერა-მარტინი: თურქეთის მოვლენებმა შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს საქართველოზე

თბილისი (GBC) – საქართველო გამოდის შოკიდან და კარგი დროა იმისთვის, რომ მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები, - მიიჩნევს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა- მარტინი.

სსფ-ს წარმომადგენელი  ვარაუდობს, რომ შესაძლოა ინვესტიციებზე დადებითი გავლენაც კი ჰქონდეს თურქეთში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს.

„თურქეთის მოვლენებმა შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს საქართველოზე რადგან არის ალბათობა ინვესტიციები გადმოდინეს საქართველოს მიმართულებით და შესაძლოა ჰქონდეს პოზიტიური ეფექტი, თუმცა მთლიანობაში მაინც რთული სათქმელია რამდენად დადებითი ეფექტი ექნება მას“, - აღნიშნავს მერსედეს ვერა-მარტინი.

მიიჩნევს, რომ საქართველოს განვითარებაზე ასევე დადებითად აისახება ევროპასთან უვიზო მიმოსვლა, რაც კარგია, მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა განავითარონ თავისი უნარები და გაიღრმავონ ცოდნა.

სსფ ასევე მიესალმება ნებიმიერი მიმართულებით სავაჭრო ინტეგრაციას და მიიჩნევს, რომ ეს გაზრდის მოთხოვნას ქართულ პროდუქტზე და გამოიწვევს ეკონომიკის დივერსიფიცირებას ანუ ეკონომიკის ახალი სექტორების განვითარდებას.

„გაიზრდება ქვეყნის საექსპორტო პროფილი. ჩვენ ამას  მივესალმებით. გარკვეულ შედეგს უკვე ვხედავთ, მაგალითად, ევროკავშირში რომ საქონელი გავიდეს ისინი მოითხოვენ რომ საქონელი იყოს მათი სტანდარტების შესაბამისი, ანუ მაღალი ხარისხის. ამის გამო ქართულ პროდუქციას უწევს დააკმაყოფილოს ხარისხობრივი მოთხოვნა, ეს ეკონომიკისთვის ძალიან კარგია“, - ამბობს მარტინი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები