ოქრო NYMEX(უნც.)  1305.92  +0.10%    |    პლატინა (უნც.)  947.80  -0.11%    |    ვერცხლი (უნც.)  17.41  -0.01%    |    პალადიუმი NYMEX  995.67  +0.99%    |    ნიკელი (ტონა)  11712.5  -0.02%    |    ალუმინი (ტონა)  2148.25  +0.42%    |    ნავთობი (Brent)  57.80  +1.10%    |    გაზი(NYMEX)  2968  -1.39%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.38  +0.63%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  126.53  +0.09%    |    ხორბალი (ტონა)  439.38  -0.08%    |   
 USD 2.4839        EUR 2.9223        GBP 3.2842        RUB 4.3318        UAH 0.9386        AZN 1.4635        AMD 5.163      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მერსედეს ვერა-მარტინი: სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობის ამჟამინდელ პოლიტიკას მხარს უჭერს
ნათია თაქთაქიშვილი
18 აპრილი, 2017, 18:41
მერსედეს ვერა-მარტინი: სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობის ამჟამინდელ პოლიტიკას მხარს უჭერს

თბილისი (GBC) – ჩვენი ვარაუდით საპენსიო რეფორმის კანონპროექტი პარლამენტში 2017 წლის ბოლოს შევა, - სავალუტო ფონდი საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს, თუმცა პროცესს გრძელვადიან ჭრილში ხედავს და მეორე ეტაპის რეფორმად მიიჩნევს.

მედიასთან შეხვედრისას სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა საქართველოს მთავრობას რეფორმების გეგმა მოუწონა, მათ შორის დეპოზიტების დაზღვევა და საპენსიო სისტემის შექმნა. 

„ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობა, ისევე როგორც ეროვნული ბანკი ზედმიწევნით ასრულებენ ვალდებულებებს  2016 წლის ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. საბოლოო  ჯამში, რომ ვთქვათ, სავალუტო ფონდი მათ ამჟამინდელ პოლიტიკას მხარს უჭერს. ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობას უნდა განახორციელოს რეფორმები მომავალი წლიდან და ეს არ არის ახალი. ჩვენ ვიცით რომ ისინი მუშაობენ  საკანონმდებლო ცვლილებებზე. საქართველოს მთავრობამ ასევე დაისახა 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ემსახურება საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდას. ჩვენი მომდევნო ვიზიტის დროს აუცილებლად შევაფასებთ რამდენად გაუმჯობესდა მდგომარეობა და რა პროგრესი ექნება ქვეყანას“, - აღნიშნა ვერა-მარტინმა.

სსფ-ს წარმომადგენელი ამბობს, რომ დეპოზიტების დაზღვევა კარგი რეფორმაა და ქმნის ფინანსური სტაბილურობის გარანტიას და უსაფრთხოების სისტემას.

„ჩვენ ამ რეფორმას მხარს ვუჭერთ არა იმიტომ რომ რისკიანი სიტუაციაა, არამედ მიგვაჩნია, რომ კარგი დროა ამ რეფორმის  განსახორციელებლად.  ჩვენც ვეთანხმებით რომ დეპოზიტების დაზღვევა იქნება 2018 წელიდან. რაც შეეხება საპენსიო რეფორმას, ეს კანონი იწერება მსოფლიო ბანკის ინსტრუქციით და  მეორე ეტაპის რეფორმად იწოდება. ეს იქნება პერსონიფიცირებული რეფორმა. კანონი ჯერ დაწერილი არ არის. ჩვენი ვარაუდით,  კანონპროექტი პარლამენტში უნდა შევიდეს 2017 წლის ბოლოს“, - განაცხადა სსფ-ს წარმომადგენელმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები