ოქრო NYMEX(უნც.)  1252.80  +0.35%    |    პლატინა (უნც.)  893.15  +0.58%    |    ვერცხლი (უნც.)  15.89  +0.46%    |    პალადიუმი NYMEX  1000.8  +0.25%    |    ნიკელი (ტონა)  10887.5  -0.57%    |    ალუმინი (ტონა)  2013.75  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  63.37  -0.05%    |    გაზი(NYMEX)  2844  +2.05%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.07  -2.02%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  122.72  -0.20%    |    ხორბალი (ტონა)  415.75  -0.78%    |   
 USD 2.6258        EUR 3.0916        GBP 3.4999        RUB 4.4624        UAH 0.9661        AZN 1.5452        AMD 5.4252      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
ევროკავშირსა და  დსთ-სთან ვაჭრობა გაიზარდა 
19 აპრილი, 2017, 11:10
ევროკავშირსა და  დსთ-სთან ვაჭრობა გაიზარდა 

თბილისი (GBC) –  საქართველოს საგარეო ვაჭრობა როგორც ევროკავშირთან, ასევე დსთ-ს ქვეყნებთან გაიზარდა.

„საქსტატის“ ცნობით, იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 641 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 26 %- ით მეტია.

44%-ით გაიზარდა ექსპორტი 159 მლნ. აშშ დოლარამდე,  ხოლო იმპორტი 481 მლნ. აშშ დოლარი იყო, 21 %- ით მეტი, ვიდრე შარშან.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 % შეადგინა, მათ შორის ექსპორტშიც 28% და იმპორტშიც 28 %.

რაც შეეხება დსთ-ის ქვეყნებს, მათთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-მარტში 751 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 35 %-ით მეტი).

აქედან ექსპორტი 205 მლნ. აშშ დოლარი (59 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 546 მლნ. აშშ დოლარი იყო (27%- ით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 33 % იყო, მათ შორის ექსპორტში 36%  და იმპორტში 32 %.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები