ოქრო NYMEX(უნც.)  1284.04  +0.09%    |    პლატინა (უნც.)  931.30  +0.43%    |    ვერცხლი (უნც.)  17.07  +0.02%    |    პალადიუმი NYMEX  985.17  -0.02%    |    ნიკელი (ტონა)  985.17  -1.61%    |    ალუმინი (ტონა)  2077.25  -0.55%    |    ნავთობი (Brent)  61.57  -1.04%    |    გაზი(NYMEX)  3090  -0.39%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  15.09  -0.20%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  127.22  -0.28%    |    ხორბალი (ტონა)  427.50  -0.02%    |   
 USD 2.7268        EUR 3.2176        GBP 3.6097        RUB 4.575        UAH 1.0298        AZN 1.6071        AMD 5.6142      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გახარია: ჩვენი გამოწვევებით რეგიონში უნდა ვიყოთ ხუთოსნები, სხვაგვარად ბიზნესგარემოს პოზიციებს ვერ გავიუმჯობესებთ
19 აპრილი, 2017, 14:48
გახარია: ჩვენი გამოწვევებით  რეგიონში უნდა ვიყოთ ხუთოსნები, სხვაგვარად ბიზნესგარემოს პოზიციებს ვერ გავიუმჯობესებთ

თბილისი (GBC) – ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ცენტრში არის ბიზნესი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, - ეკონომიკის მინისტრი ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის აქტიური ნაბიჯების გადადგმას აანონსებს.

გიორგი გახარიამ საზოგადოებას ახალი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კონცეფცია წარუდგინა, აღნიშნა, ახალი სააგენტო უფრო მოქნილი  იქნება  და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს  კიდევ უფრო ქმედითს და ეფექტიანს გახდის.

„ჩვენ დღეს გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემო, ბიზნესის კეთების სიმარტივით ვართ მე-16 ადგილზე“, - განაცხადა გახარიამ, აღნიშნა, რომ პირდაპირ კონკურენციაშია არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებთან, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან და ბიზნესგარემოს შემდგომი განვითარება  ჩვენი მუდმივი ამოცანა იქნება.

„ ჩვენი გამოწვევებით ჩვენს რეგიონში უნდა ვიყოთ ხუთოსნები, სხვაგვარად ბიზნესგარემოს პოზიციებს ვერ გავიუმჯობესებთ“, - აღნიშნა გახარიამ.

როგორც გიორგი გახარიამ პრეზენტაციაზე აღნიშნა, ახალი სააგენტო ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს გააერთიანებს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.  შესაბამისად, ერთი ქოლგის ქვეშ  სამი დამოუკიდებელი ბრენდის სახით განვითარდება  „აწარმოე საქართველოში - ბიზნესი,“ „აწარმოე საქართველოში - ექსპორტი“ და „აწარმოე საქართველოში - ინვესტიცია“.

„ჩვენი  გეოგრაფიული ლოკაციიდან, ბიზნესგარემოდან, საკანონმდებლო ბაზიდან და საგადასახადო სფეროდან გამომდინარე, გვაქვს სერიოზული შანსები იმისთვის, რომ  დიდი ეკონომიკების სავაჭრო ბრუნვა გადმოვიტანოთ  ჩვენს მიმართულებაზე. ბოლო 4 წლის განმავლობაში  პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში გვქონდა ზრდა, ასევე დღეს ექსპორტში გვაქვს  30% - იანი ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ბაზრები და  მოთხოვნა სტაბილურდება.  შესაბამისად, სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებულ ყველა რეფორმას, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ექნება საკმაოდ ძლიერი  ეფექტი წარმოების, ექსპორტის და ინვესტიციების ზრდის მიმართულებით, ამაშია ამ კომპონენტების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანების ძირითადი ფასეულობა“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, განახლებული, გაძლიერებული სააგენტო  ახალი ძალებითა და განახლებული მენეჯმენტით დაიწყებს საქმიანობას. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ უხელმძღვანელებს მარიანა მორგოშია, უწყების საქმიანობას კი კურირებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი გაუწევს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები