ოქრო NYMEX(უნც.)  1285.34  -0.08%    |    პლატინა (უნც.)  930.85  -0.42%    |    ვერცხლი (უნც.)  17.02  -0.11%    |    პალადიუმი NYMEX  979.92  +0.41%    |    ნიკელი (ტონა)  11807.5  +0.34%    |    ალუმინი (ტონა)  2122.75  -0.97%    |    ნავთობი (Brent)  58.30  +0.73%    |    გაზი(NYMEX)  2923  -1.32%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.04  0.00%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  124.30  +0.22%    |    ხორბალი (ტონა)  434  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სააგენტო აწარმოე საქართველოში ბიზნესსექტორს ერთიანი ფრონტ ოფისით მოემსახურება 
19 აპრილი, 2017, 16:30
სააგენტო აწარმოე საქართველოში ბიზნესსექტორს ერთიანი ფრონტ ოფისით მოემსახურება 

თბილისი (GBC) - ახალი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესსექტორს ერთიანი ფრონტ ოფისით მოემსახურება. 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ფრონტ-ოფისი იმუშავებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით - ეს იქნება ბიზნესჰაბი, რომელიც მეწარმეს ბიზნესის დასაწყებად საჭირო სრულ სერვისს შესთავაზებს და  საშუალებას მისცემს მას, დაზოგოს დრო და რესურსები. მოგვიანებით ფრონტ-ოფისი შეუერთდება ბიზნესსახლს და მის ბაზაზე გააგრძელებს ფუნქციონირებას.

სააგენტო ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ სამ კომპონენტს:

აწარმოე საქართველოში - ბიზნესი: ეს კომპონენტი  მუშაობას გააგრძელებს მიკრო, მცირე და საშუალო კომპანიების მხარდასაჭერად ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის კუთხით, ახალი ბიზნესის დაწყებისა და არსებულის გაფართოება/დივერსიფიცირებისთვის. აღნიშნული კომპონენტი იქნება მაქსიმალურად დინამიური და განვითარდება ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე.

აწარმოე საქართველოში - ექსპორტი: გაფორმებული ან მოლაპარაკებების პროცესში მყოფი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ქართული ექსპორტისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნიან. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ქართველ ექსპორტიორთა მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ ახალ ბაზრებზე გასვლა და იქ თავის დამკვიდრება.

"ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულება აქამდეც სააგენტოს ნაწილი იყო, თუმცა, დღეს, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ის დამოუკიდებელ კომპონენტად გამოიყოფა და მოხდება მისი თვისობრივად გაძლიერება. ეს კომპონენტი იქნება ერთგვარი მედიატორი ქართველ მეწარმეებსა და უცხოელ შემსყიდველებს შორის. ამის გარდა, მისი მნიშვნელოვანი ფუნქცია იქნება ქართველი მეწარმეების ტექნიკური მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ უცხოურ ბაზრებზე შესვლა და თავის დამკვიდრება, ასევე საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა და ცალკეულ შემთხვევებში, სხვა მეწარმეებთან გაერთიანება საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად", - აცხადებს სამინისტრო.

აწარმოე საქართველოში -ინვესტიცია:  განახლებულ სააგენტოში ერთიანდება „Invest in Georgia“. აღნიშნული კომპონენტი გულისხმობს მჭიდრო ურთიერთობას უკვე არსებულ ინვესტორებთან და კონკრეტული პროექტების შეთავაზებას ახალი ინვესტორებისთვის. მისი ფუნქცია იქნება საქართველოს პოპულარიზაცია. ინვესტორებთან ურთიერთობა გადავა ხარისხობრივად ახალ, გაუმჯობესებულ საფეხურზე, განვითარდება ინვესტორებისთვის საქმიანობის დაწყების შემდგომი საკონსულტაციო მომსახურება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები