ოქრო NYMEX(უნც.)  1345.7  -0.37%    |    პლატინა (უნც.)  930.10  -0.19%    |    ვერცხლი (უნც.)  16.61  -0.40%    |    პალადიუმი NYMEX  981.30  -2.24%    |    ნიკელი (ტონა)  14055  -0.99%    |    ალუმინი (ტონა)  2383.75  +0.05%    |    ნავთობი (Brent)  71.48  +0.08%    |    გაზი(NYMEX)  2716  -1.31%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.88  -0.67%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  116.58  -0.03%    |    ხორბალი (ტონა)  466  +0.78%    |   
 USD 2.4402        EUR 3.0017        GBP 3.4343        RUB 3.9729        UAH 0.9327        AZN 1.4426        AMD 5.0891      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სსფ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზაფხულში გადახედავს
19 აპრილი, 2017, 19:17
სსფ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზაფხულში გადახედავს

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, სავარაუდოდ, ზაფხულში გადახედავს, -  ამის შესახებ "ეკონომეტრთან" ინტერვიუში ორგანიზაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ფრანსუა პეჰშომ განაცხადა.

ფრანსუა პეშო განმარტავს, რომ შედარებით ფრთხილი პროგნოზი რეგიონულ და გლობალურ რისკებს უკავშირდება. თუმცა, წლის დასაწყისში ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციებია და 4-პროცენტიანი ზრდა, მისი ვარაუდით, წელს მიღწევადია.

"გავეცანით იანვარ-მარტის ეკონომიკურ სტატისტიკას, მოვლენები კარგად ვითარდება. ვნახოთ, შენარჩუნდება თუ არა ეს ტენდენცია წლის განმავლობაში. ჩვენი პროგნოზი 2017 წლისთვის 3.5%-ია, თუმცა შემდეგ წლებში მაჩვენებელი მზარდია და ის 5.5%-ს აღწევს. წელს მთავრობამ ბიუჯეტში 4%-იანი ეკონომიკური ზრდა გაითვალისწინა - ჩვენი აზრით ეს მიღწევადი მაჩვენებელია. თუმცა, ჩვენ გავითვალისწინეთ რეგიონული და გლობალური რისკები და გადავწყვიტეთ ფრთხილი პროგნოზის გაკეთება" - განაცხადა ფრანსუა პეჰშომ.

 
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები