ოქრო NYMEX(უნც.)  1218.93  +0.12%    |    პლატინა (უნც.)  908.90  +0.20%    |    ვერცხლი (უნც.)  15.67  -0.10%    |    პალადიუმი NYMEX  859.50  +0.56%    |    ნიკელი (ტონა)  9362.5  +1.96%    |    ალუმინი (ტონა)  1923.75  +0.20%    |    ნავთობი (Brent)  48.80  +0.78%    |    გაზი(NYMEX)  2.977  +0.54%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.07  +0.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  132.22  +0.80%    |    ხორბალი (ტონა)  516.75  +1.01%    |   
 USD 2.4014        EUR 2.7679        GBP 3.1324        RUB 4.0655        UAH 0.9256        AZN 1.4097        AMD 5.0186      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თეგეტა აკადემიის მოწვეულმა ტრენერებმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სემინარი ჩაუტარეს
20 აპრილი, 2017, 11:56
თეგეტა აკადემიის მოწვეულმა ტრენერებმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სემინარი ჩაუტარეს

თბილისი (GBC) - კომპანია „თეგეტა მოტორსის“  სასწავლო ცენტრის „თეგეტა აკადემიის“ მიერ მოწვეულმა ტრენერებმა „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სატრანსპორტო ფაკულტეტის  სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს ტექნიკური სემინარი ჩაუტარეს.

სემინარს უძღვებოდნენ კომპანია BOSCH-ს წარმომადგენელი დიმიტრი ულიანოვი და გრიგორი როზავინი, ხოლო კომპანია MOTUL-ს, სერგეი ევდოკიმოვი, ანდრეი სიჩევი და ანდრეი ლაუშკინი.

სემინარზე სტუდენტებს გააცნეს თანამედროვე საავტომობილო სფეროს განვითარების პერსპექტივები, სიახლეები და გამოწვევები;   ელექტრო, ჰიბრიდული და სხვა ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე საავტომობილო ტრანსპორტი და  მათი განვითარების პერსპექტივები; თანამედროვე ტექნოლოგიები და მათი როლი  ეკოლოგიისა და გარემოზე ზრუნვის კუთხით.

ღონისძიების პროგრამა შემუშავდა სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანთან, ოთარ გელაშვილთან თანამშრომლობით და მაქსიმალურად მორგებულია დამსწრე აუდიტორიის საჭიროებას.

აღნიშნული სემინარი „თეგეტა მოტორსის“ და „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. ამავე თანამშრომლობის ფარგლებში 2015 წელს, „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ სატრანსპორტო ფაკულტეტზე გარემონტდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა „თეგეტა მოტორსის“ სახელობის აუდიტორია. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები