ოქრო NYMEX(უნც.)  1345.7  -0.37%    |    პლატინა (უნც.)  930.10  -0.19%    |    ვერცხლი (უნც.)  16.61  -0.40%    |    პალადიუმი NYMEX  981.30  -2.24%    |    ნიკელი (ტონა)  14055  -0.99%    |    ალუმინი (ტონა)  2383.75  +0.05%    |    ნავთობი (Brent)  71.48  +0.08%    |    გაზი(NYMEX)  2716  -1.31%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.88  -0.67%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  116.58  -0.03%    |    ხორბალი (ტონა)  466  +0.78%    |   
 USD 2.4402        EUR 3.0017        GBP 3.4343        RUB 3.9729        UAH 0.9327        AZN 1.4426        AMD 5.0891      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აშშ-ში საქართველოში მშენებარე ავტობანის  შენახვა-რეაბილიტაციის მოდელები განიხილეს
20 აპრილი, 2017, 12:41
აშშ-ში საქართველოში მშენებარე ავტობანის  შენახვა-რეაბილიტაციის მოდელები განიხილეს

თბილისი (GBC) - აშშ-ში  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი ჯგუფის (GIF) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

აღნიშნული ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკის თანამშრომლობით,  საქართველოში ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მშენებარე საგზაო მაგისტრალის შესაძლებლობების შესწავლის პროექტს

 „განვიხილავთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, რათა უკვე აშენებულ გზებს კარგად მოვუაროთ და ჩვენმა მოსახლეობამ გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა მიიღოს,“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ.    

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, ასევე, სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. მსოფლიო ბანკის ჯგუფის გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი ჯგუფი ეხმარება სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს, განახორციელონ კარგად სტრუქტურირებული ინფრასტრუქტურული რეფორმები.  მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს მსოფლიო ბანკთან ერთად ვიმუშაოთ საქართველოში ავტომაგისტრალის პროექტზე. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული პროექტი წარმატებით განხორციელდება,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი ჯგუფის წარმომადგენელმა, ჯეისონ ლუმ.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მშენებარე საგზაო მაგისტრალის ინფრასტრუქტურის სამომავლო შენახვა-რეაბილიტაციის თანამედროვე მოდელები.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები