ოქრო NYMEX(უნც.)  1284.2  +0.05%    |    პლატინა (უნც.)  982.2  +0.06%    |    ვერცხლი (უნც.)  18.4  -0.08%    |    პალადიუმი NYMEX  797.9  -0.44%    |    ნიკელი (ტონა)  9430  -0.68%    |    ალუმინი (ტონა)  1940  -0.46%    |    ნავთობი (Brent)  53.25  0.53%    |    გაზი(NYMEX)  38.75  +1.84%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  16.56  +1.53%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  132.62  +1.46%    |    ხორბალი (ტონა)  403.88  -0.67%    |   
 USD 2.4038        EUR 2.5718        GBP 3.0757        RUB 4.272        UAH 0.8906        AZN 1.433        AMD 4.9594      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი პარლამენტმა  პირველი მოსმენით მიიღო
21 აპრილი, 2017, 11:24
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი პარლამენტმა  პირველი მოსმენით მიიღო

თბილისი (GBC) - გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი პარლამენტმა  პირველი მოსმენით მიიღო.

გარემოს დაცვის სამინისტო აცხადებს, რომ კოდექსი  საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების  შესრულების ნაწილია.

კოდექსის პროექტი სრულიად ახლებურად არეგულირებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებს. კერძოდ:  მოხდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების გაზრდა და განხორცილედა მათი რანჟირება   მაშტაბებისა და  ზემოქმედების ხარისხის მიხედვით.

დაინერგა სკრინინგის პროცედურა რომლის მიზანია ხელი შეუწყოს საქმიანობის განმახორციელებელს დაზოგოს ფინანსური რესურსი და დრო, იმისათვის, რომ წინასწარ არ მოამზადოს გზშ-ს სრული ანგარიში ისეთი საქმიანობისათვის, რომელიც შესაძლოა საერთოდ არ დაექვემდებაროს გზშ-ს. სკოპინგის პროცედურით კი საქმიანობის განმახორციელებელს მიეცემა შესაძლებლობა დაგეგმოს ბიუჯეტი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მოსამზადებლად და არ გაიღოს ზედმეტი ხარჯები ისეთი კვლევების ჩასატარებლად, რომელიც არ არის აუცილებელი გზშ-ს მოსამზადებლად.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება რომელმაც ჩაანაცვლა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა გამოეყო მშენებლობის ნებართვას თუმცა ამავდროეულად საქმიანობის განმახორციელებელს მიენიჭა უფლება პარალელურ რეჟიმში გაიაროს მშენებლობის ნებართვის პროეცედურები.

კოდექსს შემოაქვს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სიტემა,  იმისათვის, რომ სხვადასხვა სექტორების დაგეგმარების პროცესი მიმდინარეობდეს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ასპექტების გათვალისწინებით.

კოდექსი ითვალისწინებს, სრულიად ახალი, გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურის შემოღებას რომლის შესაბამისად, საქმიანობის ან სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით უცხო ქვეყნის გარემოზე ზემოქმედების დროს, უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნული სახელმწიფოს ჩართულობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.  

სრულიად ახლებური მიდგომები ყალიბდება საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობისათვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ერთ-ერთი მთავარი სიახლე არის სწორედ ის, რომ საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოფილია გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე. 

„კოდექსი სრულად ჰარმონიზებულია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან, აგრეთვე მაქსიმალურად არის მორგებული ქვეყნის საკანონმდებლო სივრცესა და რეალობას“, - აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სპონსორები