ოქრო NYMEX(უნც.)  1300.63  +0.45%    |    პლატინა (უნც.)  943.10  +0.38%    |    ვერცხლი (უნც.)  17.08  +0.38%    |    პალადიუმი NYMEX  913.95  +0.37%    |    ნიკელი (ტონა)  10530  -1.77%    |    ალუმინი (ტონა)  2114.7  -1.59%    |    ნავთობი (Brent)  56.52  +0.16%    |    გაზი(NYMEX)  2955  0.00%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.09  +0.28%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  135.27  -0.81%    |    ხორბალი (ტონა)  453.75  +0.22%    |   
 USD 2.4804        EUR 2.9708        GBP 3.3617        RUB 4.3075        UAH 0.9438        AZN 1.45        AMD 5.1859      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Murphy Holding-მა ლოგისტიკური ცენტრის ასაშენებლად ყაზბეგში მიწა 25 მილიონად იყიდა
21 აპრილი, 2017, 14:30
Murphy Holding-მა ლოგისტიკური ცენტრის ასაშენებლად ყაზბეგში მიწა 25 მილიონად იყიდა

თბილისი (GBC) – ბრიტანული ლოგისტიკური კომპანია Murphy Holding -ის შვილობილი საქართველოში მსხვილი საინვესტიციო პროექტის დასაწყებად ემზადება.

კომპანიასთან აფილირებულმა „მერფი ბრიჯმა“ სახელმწიფოსგან, აუქციონზე დაბა სტეფანწმინდაში მდებარე 69 762 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეიძინა, რაშიც 25 080 000 ლარი უნდა გადაიხადოს.

კომპანია სოციალურ ქსელ Facebook-ში, თავის გვერდზე წერს, რომ ორ პროექტს ახორციელებს, ერთია ყაზბეგში, ზემო ლარსის ტერიტორიაზე  სატვირთო ავტომობილების სადგომის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის პროექტი და მეორე მერფი ბრიჯ ტერმინალი, სადაც მოქალაქეებს შესთავაზებენ  სრულ საბაჟო მომსახურებას, ლაბორატორიებს, სპეციალიზირებულ საწყობებს, სასტუმროს, ავტომობილების სამრეცხაოს და სხვა სერვისებს.

„ დამატებითი ინფრასტრუქტურა ტრაფიკის პროცესის მართვის შესაძლებლობას შექმნის, განიტვირთება გზებზე სატვირთო ავტომობილების ნაკადი, გაიზრდება სატრანზიტო ნაკადი და შემცირდება ტრანზიტული ავტომობილების ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის ხანგრძლივობა, რაც შესაბამისად გაზრდის ავტომობილების ბრუნვას“, - აცხადებენ კომპანიაში. 

აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიას ეკონომიკის სამინისტრომ შარშან, საინვესტიციო პირობით, 49 წლით გადასცა  სოფელ ფანშეტში მდებარე 52 932 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, სადაც ავტოსადგომი შენდება, ამ მიზნით მინიმუმ 2.5 მლნ დოლარის ინვესტიციაც უნდა ჩაიდოს.

ჯგუფის სამომავლო გეგმებშია საქართველოს საზღვრებთან ახლოს ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობაში ინვესტირება.

„საქართველოში ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებით ჩვენ გვინდა ვაქციოთ ქვეყანა ყველაზე მიმზიდველ სატრანზიტო ტერიტორიად ევროპასა და აზიას შორის“, - ამბობენ კომპანიაში

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები