ოქრო NYMEX(უნც.)  1285.34  -0.08%    |    პლატინა (უნც.)  930.85  -0.42%    |    ვერცხლი (უნც.)  17.02  -0.11%    |    პალადიუმი NYMEX  979.92  +0.41%    |    ნიკელი (ტონა)  11807.5  +0.34%    |    ალუმინი (ტონა)  2122.75  -0.97%    |    ნავთობი (Brent)  58.30  +0.73%    |    გაზი(NYMEX)  2923  -1.32%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.04  0.00%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  124.30  +0.22%    |    ხორბალი (ტონა)  434  -0.14%    |   
 USD 2.4863        EUR 2.9405        GBP 3.2725        RUB 4.3181        UAH 0.938        AZN 1.4646        AMD 5.1583      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი გადახდისუუნარო გახდა - ნიუ-იორკის სასამართლომ ბანკის კრედიტორებისგან მისი აქტივები დაიცვა
14 მაისი, 2017, 16:47
 აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი გადახდისუუნარო გახდა - ნიუ-იორკის სასამართლომ ბანკის კრედიტორებისგან მისი აქტივები დაიცვა

თბილისი (GBC) - აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი გადახდისუუნარო გახდა.

12 მაისს, ნიუ-იორკის სასამართლოს მიერ  მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, უცხოელი კრედიტორები ვერ გამოხატავენ ბანკის აქტივების შესახებ პრეტენზიას, ბანკის უცხოური ვალდებულებების ნებაყოფლობითი რესტრუქტურიზაციის პროცესში.

ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ხალიდ ახმადოვი მიიჩნევს, რომ მათ  სწორი ნაბიჯები გადადგეს, რესტრუქტრურიზაციის წარმატებული დასრულებისთვის, რისი ნათელი დადასტურებაა სასამართლოს გადაწყვეტილება.  

პროცესის  ფარგლებში უცხოურ ვალუტაში არსებული ბანკის ვალდებულებები, რომელიც მოზიდული იქნა გარკვეული ფინანსური ინსტიტუტებიდან, პირდაპირ გადაეცემა სახელმწიფოს. ისინი ჩანაცვლდება სახელმწიფო ობლიგაციებით. 

ამასთან, მედიის ცნობით, რესტრუქტურიზაციის გადაწყვეტილება საერთო შეკრებაზე მიიღეს, რომელსაც სულ მცირე, კრედიტორთა 2/3 ესწრებოდა.

თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის ანტიკრიზისულ მენეჯერებს ძალიან აშფოთებთ ბანკის ვალების რესტრუქტურიზაციის შერჩეული გეგმა, რადგანაც თვლიან, რომ ეს იმოქმედებს მთლიანად საბანკო სექტორის რეპუტაციაზე და რთული იქნება დანაზოგების მასობრივი გადინების შეჩერება და უცხოურ ვალუტაზე აჟიოტაჟური მოთხოვნის ჩაცხრობა.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა ნიუ-იორკის სასამართლოს 3,34 მილიარდი დოლარის საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მიმართა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, უმსხვილეს ბანკს პრობლემები ნავთობზე ფასების ვარდნითა და აზერბაიჯანული მანათის დევალვაციის გამოწვეულმა ზარალმა შეუქმნა. 

აზერბაიჯანის საეთაშორისო ბანკმა არსებული 100 მილიონი აშშ დოლარის ძირითადი ვალის საპროცენტო განაკვეთის გადახდა 10 მაისს უკვე გამოტოვა.   

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტი ქვეყნის მთავრობას ეკუთვნის, ის 2007 წლიდან ოპერირებს საქართველოშიც.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები