ოქრო NYMEX(უნც.)  1276.16  -0.28%    |    პლატინა (უნც.)  967.90  +0.05%    |    ვერცხლი (უნც.)  16.65  -0.33%    |    პალადიუმი NYMEX  896.58  +0.51%    |    ნიკელი (ტონა)  10585  +2.42%    |    ალუმინი (ტონა)  2071  +1.04%    |    ნავთობი (Brent)  51.06  +0.51%    |    გაზი(NYMEX)  2.917  -0.61%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.25  +0.53%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  132.80  +0.42%    |    ხორბალი (ტონა)  432.75  +0.64%    |   
 USD 2.3895        EUR 2.8067        GBP 3.0808        RUB 4.0213        UAH 0.9378        AZN 1.4056        AMD 4.9927      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ირაკლი ჩიქავა: აგრობიზნესში ცოდნის 3 პრობლემა გვაქვს
15 მაისი, 2017, 10:57
ირაკლი ჩიქავა: აგრობიზნესში ცოდნის 3 პრობლემა გვაქვს

თბილისი (GBC) –მხოლოდ კარგი მიწა, კლიმატური პირობები და ბიზნესგარემო არაა საკმარისი, წარმატებისთვის. ისევე როგორც ყველა სფეროში, წარმატებული აგრობიზნესისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ფაქტორი თანამედროვე ცოდნა და პროფესიონალი კადრებია, - ბიზნესკონსულტაციო კომპანია „აგრო სოლუშენსის“ კომერციული დირექტორი, ირაკლი ჩიქავა საქართველოს მთავარ უპირატესობებსა  და აგროსექტორის მთავარ პრობლემებზე:

სტაბილური ბიზნესგარემო, კორუფციის არარსებობა და გამჭვირვალე და მარტივი საგადასახადო სისტემა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  ფაქტორია საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად.  

ქვეყნის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ქვეყანას. განვითარებულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, საზღვაო პორტები, საჰაერო და სარკინიგზო სისტემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის განვითარებისთვის. უკვე დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელსაც განსაკუთრებული დატვირთვა ექნება საერთაშორისო სავაჭრო გადაზიდვებში.

საქართველო უკვე სარგებლობს თავისუფალი სავაჭრო შეთანხებით ევროკავშირთან. 2016 წელს ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთთანაც. ჩინეთთან სავაჭრო ხელშეკრულება ძალაში შევა 2017 წელს. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს პროდუქციის 94% საბაჟო გადასახადების გარეშე შევა ჩინეთის ბაზარზე.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებით მიმზიდველი ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის - როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა და როგორც აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებელი და გადამამუშავებელი ქვეყანა, რომელსაც აქვს ღია ბაზრზები ევროპის ქვეყნებში და აზიაში.

შესაბამისად, ზემოაღნიშნულ გარემოს და პირობებს გამოყენება უნდა. საქართველოს აგრო სექტორი კი ნელ-ნელა ვითარდება. განვითარებასთან ერთად მის წინაშე ახალ-ახალი სხვადასხვა გამოწვევები დგება. სფეროს განვითარებასთან ერთად სულ უფრო ნათელი ხდება თანამედროვე პროფესიული ცოდნის ნაკლებობის პრობლემა.

მეოცე საუკუნის 90-იანი წლების მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა გარემომ, მნიშვნელოვნად იმოქმედა ახალი პროფესიონალი კადრების ჩამოყალიბებაზე, არა მხოლოდ აგრარული მიმართულებით, არამედ ყველა სფეროში.

დღეს, საქართველოში არსებული უნივერსიტეტები ზრდიან პროფესინალ კადრებს. იხსნება პროფესიული სასწავლებლები და მუშავდება ახალი პროფესიული პროგრამები. ამ მიმართულებით სერიოზული დაინტერესებაა როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მხირდან.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი შედეგს რამოდენიმე წელიწადში აუცილებლად გამოიღებს. თუმცა პრობლემა დღეს დგას და თუ დღეს ცოდნის ნაკლებობის პრობლემა არ გადაიჭრა, სფერო ვერ განვითარდება.

აგრობიზნესში ცოდნის 3 პრობლემა გვაქვს:

1.არის მიმართულებები სადაც არ გვყავს სპეციალისტები.

2.გვყავს სპეციალისტები, თუმცა არ აქვთ სათანადო თანამედროვე ცოდნა და მათი გადამზადებაა საჭირო.

3.გვყავს სპეციალისტები, თუმცა ფერმერი, გლეხი, მწარმოებელი მათ ცოდნას არ იყენებენ. ცოდნის გამოყენების კულტურა არ აქვთ.

პრობლემა, რომ არსებობს ამას ყველა ხედავს, განსაკუთრებით კი აგრარულ სფეროში მოღვაწე ხალხი და ბიზნესწრეები. თუმცა რთულია ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.

რამოდენიმე ბიზნესმენმა პროფესიონალი კადრების პრობლემა უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანით გადაჭრა. თუმცა ამ შემთხვევაში ყველაფერი მათემატიკასთანაა დაკავშირებული - თუ წარმოება დიდია, ფინანსურად  უცხოელი სპეციალისტის დიდი ხელფასს, ბიზნესი იტანს. თუმცა ყველა ტიპის და მოცულობის ბიზნესი ვერ შეწვდება ამ ხარჯს.

კოოპერატივების არსი ზოგადად, ხარჯების დივერსიფიკაციაა და შესაბამისად კოოპერატივების წევრებმა სპეციალისტების (ქართველი, უცხოელი) ხარჯი, რომ გაინაწილონ,  პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდება.

ერთ-ერთი მნიშნელოვანი გზა, თანამედროვე პროფესიული ცოდნის იმპორტისა, სწორედ რომ უცხოური ინვესტიციებია. უცხოური ინვესტიციებს, გარდა ფინანსური სარგებელისა, მოაქვს ძალიან დიდი ცოდნა და გამოცდილება. შესაბამისად, ეს ყველაფერი ადგილობრივ წარმოებაზეც დადებითად აისახება.  ინვესტიციებს, ქვეყანაში შემოაქვს თანამედროვე აგრო მიღწევების შესახებ ინფორმაცია და ტექნოლოგიები".

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები