ოქრო NYMEX(უნც.)  1252.80  +0.35%    |    პლატინა (უნც.)  893.15  +0.58%    |    ვერცხლი (უნც.)  15.89  +0.46%    |    პალადიუმი NYMEX  1000.8  +0.25%    |    ნიკელი (ტონა)  10887.5  -0.57%    |    ალუმინი (ტონა)  2013.75  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  63.37  -0.05%    |    გაზი(NYMEX)  2844  +2.05%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.07  -2.02%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  122.72  -0.20%    |    ხორბალი (ტონა)  415.75  -0.78%    |   
 USD 2.6673        EUR 3.1466        GBP 3.5678        RUB 4.5043        UAH 0.9832        AZN 1.5698        AMD 5.503      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ქართულ ღვინოს  ჩინეთის ბაზარზე ახალი, მაღალფასიანი სეგმენტი ეხსნება
16 მაისი, 2017, 11:03
ქართულ ღვინოს  ჩინეთის ბაზარზე ახალი, მაღალფასიანი სეგმენტი ეხსნება

თბილისი (GBC) - ქართულ ღვინოს  ჩინეთის ბაზარზე ახალი სეგმენტი ეხსნება - ინიციატივა მეღვინეებისთვის უკვე ცნობილია და მათ მიერ მოწონებულიც.  საუბარია მაღალხარისხიანი და მაღალფასიანი ღვინის ჩინეთში ექსპორტზე, „საპარტნიორო ფონდის“ ჩართულობით.

თემა ძალიან საინტერესოა, გესმით ალბათ, რა მასშტაბის ბაზარზეა საუბარი“, - ამბობს GBC-სთან „შატო მუხრანის“  ბრენდ-მენეჯერი გიორგი აფხაზავა, აღნიშნავს, რომ   „შატო მუხრანის“ მაღალხარისხიანი ღვინო ერთ-ერთია პოტენციურ სიაში და ის, უკვე დასახელებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

მეღვინეები ამბობენ, რომ ქართული ღვინის ხარისხი ბოლო წლებში ძალიან გაუმჯობესდა, რასაც  საერთაშორისო გამოფენებზე მოპოვებული მედლებიც კარგად ასახავს, ამიტომ მთავარია  საქართველომ  ესპანეთის შეცდომა არ გაიმეოროს, რომელიც ბაზრებზე დაბალი ფასით შევიდა და ახლა ყველაზე მაღალხარიასხიანიც კი, დაბალფასიან იარლიყს და შესაბამისად, უხარისხოს იმიჯს  ვერ იშორებს.

„თვიდანვე ყველა უნდა შეეჩვიოს, რომ ქართული ღვინო არის ხარიახიანი და მაღალფასიანიც“, - სწორედ აქ არის „საპარტნიორო ფონდის“ დახმარება გადამწყვეტი, რომელსაც შეუძლია მთავრობათაშორისი და ბიზნესკავშირები ქართული ღვინის პოპულარიზაციას და რეალიზაციას მოახმაროს“, - აღნიშნავს გიორგი აფხაზავა.

წარმოება-რეალიზაციის რგოლში „საპარტნიორო ფონდის“ ჩართვით მეტ გარანტიას ხედავს „ვაინმენის“ დამფუძნებელი თინა ჯორჯაძე. საქმიანი ქალბატონი სანდო პარტნიორების მოძიების სირთულეზე აღნიშნავს და ამბობს, რომ ამ იდეის ხორცშესხმა ყველა კომპანიისთვის ძალიან კარგი იქნება.

„ჩინეთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ბაზარია. ფონდის ჩართულობა ხელს შეუწყობს კომპანიების გაყიდვების გაზრდას და ქართული ღვინის პოპულარიზაციას“, - აცხადებს თინა, რომელიც ბაზრების დივერსიფიცირების კუთხით ჩინეთის დიდ პოტენციალს ხედავს.

მეღვინეებისთვის შეთავაზებული სქემა მარტივია -  „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი, ქართველი მწარმოებლებისგან მაღალხარისხიან, ეტიკეტირებულ  ღვინოს შეიძენს, შემდეგ თითოეულ ბოთლზე შემძენი კომპანიის  სავაჭრო ნიშანი ან ჰოლოგრამა განთავსდება, მოთხოვნილი ხარისხის გარანტად. შემდეგი ეტაპი უკვე ღვინის ექსპორტი, დასაწყობება და მისი დისტრიბუტორებისთვის მიწოდებაა. პირველ ეტაპზე ჩინეთის 10 ქალაქზეა საუბარი.

„ჩინეთის ბაზარზე ყველას შეუძლია გავიდეს, ჩვენც გვყავს პარტნიორები, მაგრამ ჩინეთის ბიზნესწრეებში  ძალიან დიდ მნიშვნველობას ანიჭებენ მთავარობათაშორის ურთიერთობებს. „საპარტნიორო ფონდი“ კი, სახელმწიფო კომპანიაა და მისი ჩართულობა ამ ჯაჭვში იძლევა შესაძლებლობას გამოყენებული იყოს ის პოტენციალი, რასაც ეს ურთიერთობა და თანამშრომლობა გვთავაზობს“, - განმარტავს გიორგი აფხაზავა, რომელიც წარმოება-რეალიზაციის ჯაჭვში მთავარ სირთულედ სწორედ რეალიზაციას ასახელებს.

შეფერხებების გარეშე რეალიზაციის პირობას ჩინელი პარტნიორები დებენ, სწორედ მათი სურვილია  „საპარტნიორო ფონდი“ იყოს შუამავალი და  გარანტორი ადგილობრივ მწარმოებლებთან ურთიერთობისას.

რეალიზაციაში გარანტორი სჭირდებათ ქართველ მწარმოებლებსაც- „ყველა ბაზარზე რთულია კარგი პარტნიორის მოძიება, რომელიც დამატებითი ბაზრების ათვისებაში დაგეხმარება. ამ სქემით, ადგილზე მოხდება ღვინის შესყიდვა და შემდეგ მისი ექსპორტი, ვფიქრობ გაყიდვების მასშტაბი გაიზრდება“, - აცხადებს „ვაინმენის“ დამფუძნებელი, რომლის საექსპორტო კალათაში ჯერ ჩინეთს მხოლოდ 10% უჭირავს და ამ წილის მკვეთრ გაზრდაზე დებს ფსონს.

10%-მდეა ჩინეთის წილი „შატო მუხრანის“ საექსპორტო კალათაშიც. წელს კი, უკვე 12 000 ბოთლი ღვინო აქვთ ჩინეთში გადატვირთული.

წლის პირველი 4 თვის მონაცემებით, ჩინეთში 2 391 981 ბოთლი ღვინოა გატანილი, ზრდა 207 % -ია, თუმცა, რუსეთში ექსპორტირებულ 11 076 205 ბოთლთან შედარებით, ამ ბაზრის წილი მოკრძალებულია.

მეღვინეები ამბობენ, რომ დღეს არ დგას საკითხი  ჩაანაცვლებს თუ არა ჩინეთი რუსეთს, რადგანაც არის შესაძლებლობა იმ მოცულობის წარმოებისა, რომ ორივე ბაზარზე იყოს წარმოდგენილი ქართული ღვინო და იმ ფონზე, როდესაც ყველა მწარმოებელს გათავისებული აქვს რაოდენ არასტაბილურია რუსეთის  ბაზარი, ბუნებრივია ბაზრების დივერსიფიცირება მათი მთავარი ამოცანაა, მით უფრო, რომ 2006 წლისგან განსხვავებით, დღეს მწარმოებლებს თამამად შეუძლიათ  ღვინის მსოფლიოსთვის შეთავაზება.

„გასულ წელს ჩინეთში 5 000 000 ბოთლი ქართული ღვინო გაიყიდა. თუმცა ამ ქვეყანაში მეტი პოტენციალია, ისევე, როგორც საქართველოს აქვს პოტენციალი გაიტანოს ექსპორტზე უფრო მეტი ქართული ღვინო ვიდრე აქამდე, ", -ამბობს “საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, რომელიც ჩინეთში იმყოფება და  პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრებს აქტიურად მართავს.

მეღვინეები იმედოვნებენ, რომ იდეის განხორციელება სწრაფად დაიწყება, რადგანაც ბევრი საკითხია მოსაგვარებელი და კარგი იქნება მწარმოებლებმა მარაგების ჩამოსხმა რთველამდე მოასწრონ. სქემის კარგად გამრთვა კი, შემოდგომაზე რთველის პრობლემებსაც მოხსნის.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები