ოქრო NYMEX(უნც.)  1252.80  +0.35%    |    პლატინა (უნც.)  893.15  +0.58%    |    ვერცხლი (უნც.)  15.89  +0.46%    |    პალადიუმი NYMEX  1000.8  +0.25%    |    ნიკელი (ტონა)  10887.5  -0.57%    |    ალუმინი (ტონა)  2013.75  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  63.37  -0.05%    |    გაზი(NYMEX)  2844  +2.05%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.07  -2.02%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  122.72  -0.20%    |    ხორბალი (ტონა)  415.75  -0.78%    |   
 USD 2.5405        EUR 2.998        GBP 3.4073        RUB 4.3152        UAH 0.9163        AZN 1.4951        AMD 5.2653      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
პაპაშვილი კონსტიტუციის 94-ე მუხლის გაუქმებაზე: გაუგონარია, ეს არ უნდა დავუშვათ
ნინო შუბითიძე
16 მაისი, 2017, 12:47
პაპაშვილი კონსტიტუციის 94-ე მუხლის გაუქმებაზე: გაუგონარია, ეს არ უნდა დავუშვათ

თბილისი (GBC) -  "გაუგონარია, ეს არ უნდა დავუშვათ" - ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი  კონსტიტუციის 94-ე მუხლის  შესაძლო ცვლილებას მოუღებელს უწოდებს.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ეს იმდენად ხელშეუხებელი თემაა, რომ საკითხის დაყენებაც კი, დაუშვებელია.

კონსტიტუციაში ამ მუხლის შესაძლო ცვლილებაზე ბიზნესსექტორს  ადრეც არაერთხელ დაუფიქსირებია  თავისი უარყოფითი დამოკიდებულება. 

აღნიშნული მუხლი  საქართველოში გადასახადების გაზრდისთვის საკითხის რეფერენდუმზე გამოტანას გულისხმობს, რაც მმართველობაში მყოფ „ქართული ოცნების“ ნაწილს არ მოსწონს.

გაზეთთან  „მთელი კვირა“ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ამ მუხლის გაუქმებაზე დისკურსია უკვე დაანონსა.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კონსტიტუციის განხილვებზე ამ მუხლის გაუქმებაზე არაერთი მოთხოვა გაჟღერდა და მმართველი გუნდი ამ საკითხსაც განიხილავს.

"ულტრამემარცხენე პოზიციის ადამიანებმა ერთგვარი აქციაც კი მოაწყვეს, რადგან თითქმის ყველა შეხვედრაზე ორი, სამი, ხუთი შეკითხვა ისმოდა 94-ე მუხლთან დაკავშირებით და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ ჩვენ გავხდით იმ გადაწყვეტილების მძევლები, რაც თავის დროზე პოპულისტური განზრახვით მიიღო წინა ხელისუფლებამ. საზოგადოების წევრები დიფერენცირების საშუალების გამორიცხვაზე საუბრობენ. ვთქვათ, მდიდარი ადამიანისთვის რომ გაიზარდოს საგადასახადო ვალდებულება და დარჩეს უცვლელი ან შემცირდეს ღარიბი ადამიანისთვის, ეს ვერ ხერხდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ეტაპზე გუნდში ვთანხმდებით, რომ უნდა გადაიხედოს," - ამბობს მამუკა მდინარაძე.

ამბობს, რომ განხილვაზე კიდევ რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, თუმცა "ხელისგულზე ჩანდა გადასახადების საკითხი".

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები