ოქრო NYMEX(უნც.)  1251.45  -0.32%    |    პლატინა (უნც.)  944.15  -0.55%    |    ვერცხლი (უნც.)  17.03  -0.53%    |    პალადიუმი NYMEX  772  -0.05%    |    ნიკელი (ტონა)  9167.5  -1.87%    |    ალუმინი (ტონა)  1944.2  -0.23%    |    ნავთობი (Brent)  54.36  +0.37%    |    გაზი(NYMEX)  3.336  +0.72%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  15.72  -1.13%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  129.82  -0.29%    |    ხორბალი (ტონა)  429.50  +0.07%    |   
 USD 2.4076        EUR 2.6927        GBP 3.1215        RUB 4.2663        UAH 0.9166        AZN 1.4246        AMD 4.9744      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი სტარტაპერისთვის ახალ კობრენდულ პროდუქტებს გამოტანს
ნინო შუბითიძე  
16 მაისი, 2017, 16:28
თიბისი სტარტაპერისთვის ახალ კობრენდულ პროდუქტებს გამოტანს

თბილისი (GBC)  - თიბისიმ  „სტარტაპერებისთვის“  2-თვეში 1 მლნ ლარზე მეტი მოცულობის  სესხები გასცა.

პროგრამით 30-მდე დამწყებმა ბიზნესმა ისარგებლა. შეღავათიანი საბანკო პროდუქტების პაკეტი 3 000-ზე მეტმა სტარტაპმა მიიღო.

პროგრამის ვებ-გვერდზე www.startuperi.ge განთავსებულ კატალოგში უკვე 200-მდე სტარტაპის გაცნობაა შესაძლებელი,  საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება და  სოციალურ ქსელში გაზიარება.

პროგრამა რამდენიმე პროდუქტს და მომსახურებას აერთიანებს,  სტარტაპ-ლიზინგი, საჭირო დანადგარების შესაძენად;  სტარტაპ-ენერჯი -  სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიასა და თიბისი ბანკის ერთობლივი ბარათი, საწვავზე 15 თეთრიანი ფასადაკლებით, რომლითაც 100-მდე სტარტაპერი უკვე სარგებლობს.

ფინანსური მხარდაჭერის გარდა, პროგრამა  არაფინანსურ აქტივობებსაც მოიცავს, ტრენინგებს და მასტერკლასის სპეციალურ კურსს.

კიდევ ერთი  მნიშვნელოვანი კომპონენტია,  სტარტაპების პოპულარიზაციის ხელშეწყობაა (პროგრამის მედიაპარტნიორები:  “საქმიანი დილა“ (TV პირველი); Ambebi.ge, Bpn.ge, 4motivi.com და Marketer.ge).

„თიბისი ბანკისთვის ბიზნესის მხარდაჭერა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობაა.  „სტარტაპერის“ მიზანიც სწორედ ეს არის. პროგრამის ჩაშვებიდან დღემდე  არაერთი ინიციატივა განვახორციელეთ და  ბევრ სიახლეს  ვგეგმავთ.  მალე მათზე მორგებულ ახალ პროდუქტებს გამოვიტანთ,  სხვადასხვა ლიდერ კომპანიასთან ერთად“, -   განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები