ოქრო NYMEX(უნც.)  1251.45  -0.32%    |    პლატინა (უნც.)  944.15  -0.55%    |    ვერცხლი (უნც.)  17.03  -0.53%    |    პალადიუმი NYMEX  772  -0.05%    |    ნიკელი (ტონა)  9167.5  -1.87%    |    ალუმინი (ტონა)  1944.2  -0.23%    |    ნავთობი (Brent)  54.36  +0.37%    |    გაზი(NYMEX)  3.336  +0.72%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  15.72  -1.13%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  129.82  -0.29%    |    ხორბალი (ტონა)  429.50  +0.07%    |   
 USD 2.4076        EUR 2.6927        GBP 3.1215        RUB 4.2663        UAH 0.9166        AZN 1.4246        AMD 4.9744      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სექტემბრიდან კომერციულ ბანკებს ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის მინიმალური მოთხოვნა დაუწესდებათ
17 მაისი, 2017, 10:50
სექტემბრიდან კომერციულ ბანკებს ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის მინიმალური მოთხოვნა დაუწესდებათ

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კომერციულ ბანკებში ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის (LCR) გაანგარიშებისა და დაცვის მეთოდოლოგია დაამტკიცა.

სებ-ის ცნობით, ბაზელ III-ის LCR წარმოადგენს მოკლევადიანი (30 დღემდე) ლიკვიდობის მართვის საერთაშორისოდ გავრცელებულ, თანამედროვე და ეფექტურ მიდგომას და ამ ტიპის რისკების უფრო სრულყოფილი იდენტიფიკაციის, შეფასების, მონიტორინგისა და კონტროლის საშუალებას იძლევა. მისი დანერგვა ასევე რეკომენდირებული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2014 წლის "ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP)" ფარგლებში.

ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის გამოთვლისას "მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივებს" ვუფარდებთ "მთლიან წმინდა ფულად გადინებას", სადაც "წმინდა ფულადი გადინება" არის ფინანსური სტრესის 30-დღიან პერიოდში "ფულად გადინებასა" და "ფულადი შემოდინებას" შორის სხვაობა. არასტრესულ პერიოდში ჯამურად ყველა ვალუტის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი არ უნდა იყოს 100 პროცენტზე ნაკლები. შედეგად, ბანკი უნდა ფლობდეს საკმარის ლიკვიდურ აქტივებს, რომ ფინანსური სტრესის დროს გაუმკლავდეს მოსალოდნელ გადინებებს.

განსხვავებით დღეს არსებული მოთხოვნისა, ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი ითვალისწინებს „გადინებისა“ და „შემოდინების“ განსხვავებულ მაჩვენებლებს, ვალდებულებებისა და აქტივების სხვადასხვა ტიპების მიხედვით. იგი ასევე ითვალისწინებს, ქართული საბანკო სისტემის დამახასიათებელ სპეციფიკას, როგორიც არის ვალდებულებების კონცენტრაცია, არარეზიდენტების დეპოზიტები და საპროცენტო ხასიათის მიმდინარე ანგარიშების მაღალი წილი.

ასევე, გათვალისწინებულია ვალდებულების მაღალი დოლარიზაცია, რაც სტრესის დროს დამატებით საფრთხეს ქმნის, რადგან შეზღუდულია ლიკვიდობის საგანგებო გეგმის, მიტიგაციის სხვა ღონისძიებების ან ეროვნული ბანკის მხრიდან მხარდაჭერის ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ჯამურ და ცალკე უცხოური ვალუტის LCR-ის მოთხოვნის მინიმალური დონე განისაზღვრება 100 პროცენტით, ხოლო ლარის - 75 პროცენტით. ამასთან, ლიკვიდურად ითვლება კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში განთავსებული უცხოურ ვალუტის მინიმალური სავალდებულო რეზერვების 75 პროცენტი, ხოლო ლარით - 100 პროცენტი.

LCR-ის 100 პროცენტის დაცვა კომერციული ბანკებისთვის სავალდებულოა 2017 წლის 1 სექტემბრიდან. აღსანიშნავია, რომ მისი დანერგვა საქართველოს საბანკო სისტემაში 2012 წლიდან დაიწყო და აქამდეც გამოიყენებოდა საზედამხედველო პროცესში ლიკვიდობის რისკის მონიტორინგისთვის. პარალელურად, მიმდინარეობდა კოეფიციენტის ცალკეულ მაჩვენებელებზე დაშვებების კალიბრაცია (პარამეტრების დაზუსტება). ჯამურად, სისტემაში დღეისთვის ახალი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი ლიკვიდობაა, რაც კიდევ უფრო გააიოლებს LCR-ის ოფიციალურად დანერგვას.

"LCR-ის დანერგვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პრუდენციულ ზედამხედველობას. ამასთან, გრძელვადიანი ლიკვიდობის რეგულირების მიზნით, მომავალი წლიდან წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის (NSFR) შემუშავება იგეგმება. მისი დანერგვის შემდგომ გაუქმდება ლიკვიდობის არსებული მოთხოვნა (მოკლევადიანი ვალდებულებების 30 პროცენტი) და ის მხოლოდ მონიტორინგის მიზნით იქნება გამოყენებული. შედეგად, ლიკვიდობის რისკის საზედამხედველო ჩარჩო სრულ შესაბამისობაში მოვა ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტის სტანდარტებთან", - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები