ოქრო NYMEX(უნც.)  1218.93  +0.12%    |    პლატინა (უნც.)  908.90  +0.20%    |    ვერცხლი (უნც.)  15.67  -0.10%    |    პალადიუმი NYMEX  859.50  +0.56%    |    ნიკელი (ტონა)  9362.5  +1.96%    |    ალუმინი (ტონა)  1923.75  +0.20%    |    ნავთობი (Brent)  48.80  +0.78%    |    გაზი(NYMEX)  2.977  +0.54%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.07  +0.21%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  132.22  +0.80%    |    ხორბალი (ტონა)  516.75  +1.01%    |   
 USD 2.4014        EUR 2.7679        GBP 3.1324        RUB 4.0655        UAH 0.9256        AZN 1.4097        AMD 5.0186      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბათუმის ბულვარი: კერძო სექტორი შეზლონგებზე ფიქსირებულ ფასს დათანხმდა, რასაც აუქციონის შედეგები მოწმობს  
19 მაისი, 2017, 17:29
ბათუმის ბულვარი: კერძო სექტორი შეზლონგებზე ფიქსირებულ ფასს დათანხმდა, რასაც აუქციონის შედეგები მოწმობს  

თბილისი (GBC) - ბათუმი საზღვაო სეზონს ახალი წესებით ხვდება - შეზლონგების ერთიანი ფასი, ერთ სტილში მოწყობილი საშხაპე/გასახდელები, უნიფორმები და გამკაცრებული მოთხოვნა სისუფთავეზე.

„ბათუმის ბულვარში“ ამბობენ, რომ ფასებზე ზედა ჭერი, წინა წლებში დაფიქსირებული უკმაყოფილების გამო, ტურისტების და ადგილობრივების  ინტერესების დაცვისთვის დააწესეს, კერძო სექტორი კი მათ ამ მოთხოვნას დათანხმდა, რასაც აუქციონის შედეგები მოწმობს.

„ბათუმის ბულვარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მაგდა ჯაიანი ამბობს, რომ აუქციონზე 29 ლოტი იყო გამოტანილი და ყველა ლოტში სხვადასხვა პირია გამარჯვებული.

„აუქციონში მონაწილეობა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეძლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ერთიდაიგივე პირისთვის არ იყო შეზღუდვა რამდენიმე ლოტზე წარედგინა განაცხადი, გამაჯვებულები სხვადასხვა პირები  არიან“, - აცხადებს მაგდა.

29 სექტორად დაყოფილ სანაპიროზე ჯამში, რამდენიმე ასეული შეზლონგი და ქოლგა იქნება განთავსებული, შეზლონგის ფასი 3 ლარი, მზისგან დამცავი ქოლგის კი, 1 ლარი იქნება. შეზლონგები ზღვიდან 10 მეტრში განთავსდება. მომსახურე პერსონალი კი, შესაბამისი უნიფორმებით შეიმოსება.

„შეზლონგების სანაპიროდან დაშორების შეზღუდვა იმ დამსვენებლების ინტერესების გამო მივიღეთ, ვისაც არ სურს შეზლონგის დაქირავება. მათთვის სანაპიროზე ადგილი არ რჩებოდა“- განმარტავს  „ბათუმის ბულვარის“ წარმომადგენელი, ამბობს, რომ წელს სისუფთავეს დიდი ყურადღება მიექცევა, პასუხისმგებელი კი, ამ ლოტზე გამარჯვებული კერძო პირი იქნება.

კიდევ ერთი სიახლე ერთი დიზანით მოწყობილი საშხაპე და გასახდელებია. სანაპიროზე უფასო 20 საშხაპე/გასახდელის მოწყობას თავად „ბათუმის ბულვარი“ უზრუნველყოფს, ტენდერში გამარჯვებული ი/მ ბესიკ სოლომონიძის მეშვეობით და ამ მიზნით 94 ათას ლარს დახარჯავს.

სანაპიროზე  მომსახურების ფასების ამსახველი სამენოვანი საინფორმაციო ბანერები განთავსდება.  „ალი და ნინოს“ მონუმენტიდან აკვაპარკის ტერიტორიამდე, სანაპიროს თითოეული სექტორი ერთმანეთისგან დეკორატიული მცირე ზომის დროშებით გამოიყოფა.

საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობა 1 ივნისამდე უნდა დასრულდეს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები