ოქრო NYMEX(უნც.)  1305.92  +0.10%    |    პლატინა (უნც.)  947.80  -0.11%    |    ვერცხლი (უნც.)  17.41  -0.01%    |    პალადიუმი NYMEX  995.67  +0.99%    |    ნიკელი (ტონა)  11712.5  -0.02%    |    ალუმინი (ტონა)  2148.25  +0.42%    |    ნავთობი (Brent)  57.80  +1.10%    |    გაზი(NYMEX)  2968  -1.39%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.38  +0.63%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  126.53  +0.09%    |    ხორბალი (ტონა)  439.38  -0.08%    |   
 USD 2.4826        EUR 2.9305        GBP 3.3029        RUB 4.3371        UAH 0.9361        AZN 1.4628        AMD 5.1581      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
აუქციონები, ტენდერები << უკან
კახეთის ენერგოდისტრიბუცია განმეორებით აუქციონზე ორ ლოტად იყიდება
საზოგადოებრივი მაუწყებელი
31 ივლისი, 2017, 11:43
კახეთის ენერგოდისტრიბუცია განმეორებით აუქციონზე ორ ლოტად იყიდება

თბილისი (GBC) - „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ განმეორებით აუქციონზე ორ ლოტად იყიდება.

ძირითადი აქტივის (სამეურვეო ქონების) საწყისი ფასი 21,175 მილიონი ლარია, რაც პირველ აუქციონზე 6 მილიონი ლარით ნაკლებია.

"კახეთის ენერგოდისტრიბუციის" კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები კი ცალკე ლოტადაა გამოტანილი და მათი საწყისი გასაყიდი ფასი 198,9 ათასი ლარია. ორივე აუქციონი 1  აგვისტოს გაიმართება.

„კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ 2008 წელს ლიტვურმა „ახემა ჯგუფმა“ შეიძინა. გაკოტრების რეჟიმში გადასვლის შემდეგ კი, კომპანია ინვესტორს ჩამოერთვა. დღეისთვის ენერგოდისტრიბუციის დავალიანება სახელმწიფოსა და სხვა კომპანიების წინაშე 21 მილიონ ლარს აღწევს. ქონებას აღსრულების ეროვნული ბიურო განკარგავს, რომელიც მისი რეალიზაციის შემთხვევაში კრედიტორთა დავალიანებას დაფარავს. 11 ივლისს გამართულ პირველ აუქციონზე ენერგოკომპანიას მყიდველი არ გამოუჩნდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები