ოქრო NYMEX(უნც.)  1276.16  -0.28%    |    პლატინა (უნც.)  967.90  +0.05%    |    ვერცხლი (უნც.)  16.65  -0.33%    |    პალადიუმი NYMEX  896.58  +0.51%    |    ნიკელი (ტონა)  10585  +2.42%    |    ალუმინი (ტონა)  2071  +1.04%    |    ნავთობი (Brent)  51.06  +0.51%    |    გაზი(NYMEX)  2.917  -0.61%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.25  +0.53%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  132.80  +0.42%    |    ხორბალი (ტონა)  432.75  +0.64%    |   
 USD 2.3895        EUR 2.8067        GBP 3.0808        RUB 4.0213        UAH 0.9378        AZN 1.4056        AMD 4.9927      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლადო გურგენიძე: ჩავიბარეთ გაკოტრებული ბანკი და ვაქციეთ ის მომგებიან ინსტიტუტად
1 აგვისტო, 2017, 12:09
ლადო გურგენიძე: ჩავიბარეთ გაკოტრებული ბანკი და ვაქციეთ ის  მომგებიან ინსტიტუტად

თბილისი (GBC) - საქართველოს ექს-პრემიერი და ცნობილი ბანკირი, ლადო გურგენიძე „ლიბერთი ბანკში“ საქმიანობის 8 წელს აფასებს.

ბანკირმა აქციონერებს წლის პირველი ნახევრის შედეგები წარუდგინა და იმ დიდ გზაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ბანკმა მასთან და მის ნიჭიერ გუნდთან ერთად გაიარა.

„ჩვენ ჩავიბარეთ გაკოტრებული, წამგებიანი ბანკი, უარყოფითი საზედამხედველო კაპიტალით, უმნიშვნელო, 15 მილიონი ლარის სააქციო კაპიტალით და ჩვენ ის ვაქციეთ მაღალმომგებიან  ინსტიტუტად, რომლის  ROAE სტაბულურად 20%-ზე მაღალია, აქვს საკმარისად მაღალი კაპიტალი (ივლისში 20 მლნ ლარის დივიდენდების გადახდის შემდეგაც კი), რომლის მოცულობა 170 მლნ ლარს აჭარბებს“, - აცხადებს ლადო გურგენიძე.

მისი თქმით 2009 წელს ბანკის აქციებში ჩადებული 77 მლნ ლარიდან 51 მლნ უკვე დაუბრუნდა აქციონერებს, დივიდენდის და აქციების გამოსყიდვის სახით და ბანკს შეუძლია მარტივად გადაიხადოს დამატებით 25 მილიონიც, 2018 წლისთვის, თუ ბანკის აქციონერები ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ეს რადიკალური ცვლილებები შესაძლებელი გახდა იმ ნიჭიერი გუნდის დამსახურებით, რომელთან ერთად 2009 წელს ბანკში მოვედი“, - აღნიშნავს ბანკირი.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის პირველი ნახევარი ლიბერთი ბანკმა 21 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა, ზრდა წლიურად 29.7%-ია.

როგორც იცით, აქტიურად მიმდინარეობს „ლიბერთი ბანკის“ გასხვისების პროცედურა. მარეგულირებელი მყიდველის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას სწავლობს და თუ სებ-ი თანახმა იქნება 14 აგვისტოს გადაწყდება ბანკში ირაკლი რუხაძის, გიორგი კალანდარიშვილის და დავით შონიას შესვლა,  ლადო გურგენიძე კი, ბანკს დატოვებს.

"ჰანიველ პარტნერსმა"  "ლიბერთი ბანკის" საკონტროლო პაკეტის ყიდვის გეგმაზე ჯერ კიდევ 2016 წლის გაზაფხულზე განაცხადა, თუმცა ამ დრომდე გარიგების დასრულება ვერ შეძლო.  

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები