ოქრო NYMEX(უნც.)  1245.30  +0.07%    |    პლატინა (უნც.)  835.80  +0.10%    |    ვერცხლი (უნც.)  16.04  -0.66%    |    პალადიუმი NYMEX  944.30  -0.20%    |    ნიკელი (ტონა)  14890  +0.13%    |    ალუმინი (ტონა)  2064.25  +0.11%    |    ნავთობი (Brent)  74.69  +1.77%    |    გაზი(NYMEX)  2817  -0.42%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.13  -1.24%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  112  -2.18%    |    ხორბალი (ტონა)  478.25  +1.28%    |   
 USD 2.4478        EUR 2.8458        GBP 3.2115        RUB 3.9292        UAH 0.9332        AZN 1.4441        AMD 5.0679      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ექსკლუზივი
GIG გამოთქვამს მზადყოფნას კომპანია საქნახშირი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს
მთავარი მოვლენები
ალდაგის შვილობილი ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრების მოწყობაში 40 მილიონამდე ლარის ინვესტიციას ჩადებს
კომპანიის სიახლეები
თიბისი კაპიტალმა - გალტ ენდ თაგარტი დაამარცხა - ქართლის ქარის აქციების განთავსებაზე ხელშეკრულება 12 ივლისს გაფორმდება
მთავარი მოვლენები
კომპანიის სიახლეები
სილქნეტი ბრენდ ჯეოსელს შეინარჩუნებს 
ევექსის ქსელში რადიოლოგიური კვლევები უახლესი თაობის აპარატებით ხორციელდება
შალვა თადუმაძე: ამ ქვეყანაში ცხოვრობდა 2 მილიარდერის ოჯახი და ორივე  ოჯახს ამ დიპლომით ვემსახურებოდი
სპონსორები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკის ფონდი სიცოცხლის ხე მეოთხე საგრანტო კონკურსს აცხადებს
10 აგვისტო, 2017, 15:53
საქართველოს ბანკის ფონდი სიცოცხლის ხე მეოთხე საგრანტო კონკურსს აცხადებს

თბილისი (GBC) - „საქართველოს ბანკის“ ფონდი „სიცოცხლის ხე“ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად, რიგით მეოთხე საგრანტო კონკურსს აცხადებს, რომელიც "საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ბანკის ცნობით, გრანტით დაფინანსდება სოციალური საწარმოს იდეა, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, კერძოდ, ისეთი პროექტები, რომელიც უზრუნველყოფს სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, სულ მცირე 2 წევრისგან შემდგარ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და სხვა შესაბამის დაწესებულებებს, რომლებიც მუშაობენ ან აქვთ სურვილი აკეთონ ბიზნესი და ამასთანავე იზრუნონ სოციალურად მნიშვნელოვან საკითხებზე. მონაწილეთა წევრების ასაკი უნდა აღემატებოდეს 18 წელს.

საგრანტო კონკურსის პირობები: თოთოეული გრანტის მოცულობა 50,000 ლარამდე განისაზღვრება; პროექტის იდეა უნდა იყოს მდგრადი და გრძელვადიანი, განვითარებაზე ორიენტირებული; სოციალური საწარმოს ფუნქციონირების დაწყებისთანავე უნდა დასაქმდეს მინიმუმ 1 შშმ პირი; საწარმოს მენეჯმენტის ხელფასი არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 10%-ს; საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსება გაიცემა მხოლოდ სოციალური მეწარმეობის შესახებ პროექტებზე.

საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყება 10 აგვისტოს და დასრულდება 2017 წლის 10 სექტემბერს 18:00 საათზე. კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს, შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური 2017 წლის ბოლომდე გამოავლენს.

გამარჯვებული პროექტების განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს ფონდი „სიცოცხლი ხე“. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსება შეუძლიათ „სიცოცხლის ხის“ ვებ-გვერდზე: www.tree.ge ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შესაძლებელია მიმართონ ფონდის წარმომადგენელს ელ-ფოსტაზე: grants@tree.ge ან ტელეფონის ნომერზე 2444 493.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს „საქართველოს ბანკმა“ ჯამში 200 000 ლარის დაფინანსება გამოუყო, რომლის ფარგლებშიც 5 სოციალური საწარმო პროექტი დაფინანსდა. საწარმოების ნაწილი უკვე ამოქმედდა, ნაწილი კი 2017 წლის ბოლომდე ამოქმედდება. სოციალური საწარმოები მდებარეობს როგორც თბილისში, ასევე რეგიონში - ბათუმში, კასპში, ლაგოდეხსა და წნორში“, - აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციაში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები