ოქრო NYMEX(უნც.)  1315.4  +0.13%    |    პლატინა (უნც.)  966.10  -0.64%    |    ვერცხლი (უნც.)  17.04  +0.18%    |    პალადიუმი NYMEX  1093.25  -0.45%    |    ნიკელი (ტონა)  12802.5  +1.09%    |    ალუმინი (ტონა)  2164.5  +0.45%    |    ნავთობი (Brent)  69.03  +0.31%    |    გაზი(NYMEX)  2977  +1.85%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.75  +0.14%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  125.22  +0.11%    |    ხორბალი (ტონა)  432  -0.05%    |   
 USD 2.5429        EUR 3.1082        GBP 3.5214        RUB 4.4825        UAH 0.883        AZN 1.4961        AMD 5.2566      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Axis Towers -ში აგროჰაბი გაიხსნება
11 აგვისტო, 2017, 17:13
Axis Towers -ში აგროჰაბი გაიხსნება

თბილისი (GBC) – “აქსის თაუერსში” კომერციული ფართების გაქირავება დაიწყო.

კომპანიის ცნობით,  უკვე მოეწერა ხელი მემორანდუმს „აქსის თაუერსსა“ და „აგროჰაბს“ შორის, რის შედეგადაც პირველი ევროპული სტანდარტების აგრო პროდუქტების ჰიპერმარკეტი, 2 460 კვ.მ-ზე განთავსდება და ამ გზით, კომპანია კომპლექსისა და ვაკის მაცხოვრებლებს 100%-ით ჯანსაღ, ნატურალურ პროდუქტებთან წვდომას გაუმარტივებს.

უკვე ცნობილია ისიც, რომ  "აქსის თაუერის" მინუს ერთ სართულზე გაიხსნება Music Hall-ი და ბოულინგის დარბაზი. მინის კოშკის ბოლო სართულზე კი Sky Bar-ი პანორამული ხედებით თბილისზე.

სულ კომპლექსში გაიხსნება 12-მდე პრემიუმ კლასის რესტორანი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულო იქნება წარმოდგენილი. 

როგორც ცნობილია, ცათამბჯენებში იქნება  ფიტნეს და სავარჯიშო დარბაზის, 25 მეტრიანი აუზი, გადასახსნელი ჭერით და ღია, მზიანი ტერასით, ასევე სპა ცენტრი და ბრენდული მაღაზიების ფართო არჩევანი.  

ერთ-ერთ კოშკში განთავსდება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Pullman-იც. 

კომპლექსის მშენებლობა წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები