ოქრო NYMEX(უნც.)  1252.80  +0.35%    |    პლატინა (უნც.)  893.15  +0.58%    |    ვერცხლი (უნც.)  15.89  +0.46%    |    პალადიუმი NYMEX  1000.8  +0.25%    |    ნიკელი (ტონა)  10887.5  -0.57%    |    ალუმინი (ტონა)  2013.75  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  63.37  -0.05%    |    გაზი(NYMEX)  2844  +2.05%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.07  -2.02%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  122.72  -0.20%    |    ხორბალი (ტონა)  415.75  -0.78%    |   
 USD 2.6258        EUR 3.0916        GBP 3.4999        RUB 4.4624        UAH 0.9661        AZN 1.5452        AMD 5.4252      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
არჩილ ბაკურაძე: კრისტალი რეგიონში პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელსაც მიენიჭა Fitch-ის რეიტინგი
25 სექტემბერი, 2017, 11:05
არჩილ ბაკურაძე: კრისტალი რეგიონში პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელსაც მიენიჭა Fitch-ის რეიტინგი

თბილისი (GBC) – Fitch Ratings-ის  რეიტინგის მოპოვებით  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ ფინანსების მოზიდვაში ხელშეწყობას ელის.

ორგანიზაციას Fitch-მა საკრედიტო რეიტინგი ’B’ დონით განუსაზღვრა, პროგნოზით „სტაბილური“.

„რეიტინგი გამოხატავს „კრისტალის“ მყარ ფინანასურ პოზიციას და შედეგებს, რაც თავის მხრივ აისახება კომპანიის როგორც აქტივების ხარისხის სოლიდურობაში, ასევე მომგებიანობისა და კაპიტალიზაციის მეტრიკაში“, - აღნიშნა გავლენიანმა სააგენტომ.

„კრისტალი არის საქართველოში და რეგიონში პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელსაც მიენიჭა Fitch-ის რეიტინგი. არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტისთვის ეს საკმაოდ მაღალი შეფასება მოაქცევს კრისტალს საერთაშორისო ინვესტორების თვალსაწიერში, აამაღლებს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას და შესაძლებლობას მოგვცემს მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის განვითარებაში“, - აცხადებს  კომპანიის აღმასრულებელი  თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე.

 ის აღნიშნავს, რომ საკრედიტო რეიტინგის ზრდა დამოკიდებული იქნება სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესებაზე, ასევე  მიკროსაფინანსო სექტორის რეგულირების კუთხით დაგეგმილი რეფორმების წარმატებით განხორციელებაზე, ლარის რეფინანსირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობასა და კომპანიის შემდგომ განვითარებაზე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები