ოქრო NYMEX(უნც.)  1305.92  +0.10%    |    პლატინა (უნც.)  947.80  -0.11%    |    ვერცხლი (უნც.)  17.41  -0.01%    |    პალადიუმი NYMEX  995.67  +0.99%    |    ნიკელი (ტონა)  11712.5  -0.02%    |    ალუმინი (ტონა)  2148.25  +0.42%    |    ნავთობი (Brent)  57.80  +1.10%    |    გაზი(NYMEX)  2968  -1.39%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.38  +0.63%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  126.53  +0.09%    |    ხორბალი (ტონა)  439.38  -0.08%    |   
 USD 2.4826        EUR 2.9305        GBP 3.3029        RUB 4.3371        UAH 0.9361        AZN 1.4628        AMD 5.1581      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ტყავის უნაგირიდან ფუფუნების საგნებამდე  - Hermes –ს დაარსებიდან 180 წელი შეუსრულდა
წყარო: რადიო თანამგზავრი
6 ოქტომბერი, 2017, 15:21
ტყავის უნაგირიდან ფუფუნების საგნებამდე  - Hermes –ს დაარსებიდან 180 წელი შეუსრულდა

თბილისი (GBC) - Hermes  - მოდის  სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მსხვილი კომპანიაა.  ამ ბრენდის სახელით იწარმოება ტანსაცმელი, პარფიუმერია, საოფისე და სახლის ნივთები,  ფუფუნების სფეროს სხვა მოდური პროდუქტები, თუმცა თავდაპირველად პოპულარობა ტყავის აქსესუარების წარმოებით მოიპოვა.

კომპანია 1837 წელს საფრანგეთში, ტიერი ჰერმესის მიერ დაარსდა, რომელიც შემდგომში მემკვიდრეობით მის შვილებზე გადავიდა. ის დღემდე ოჯახური ბიზნესია და მას ჰერმესების უკვე მეექვსე თაობა მართავს.

სახელოსნო თავდაპირველად ტყავის უნაგირებსა და საცხენოსნო აღჭურვილობისთვის საჭირო სხვადასხვა აქსესუარებს  აწარმოებდა, შემდეგ ნაწარმის ასორტიმენტი გაფართოვდა და კომპანიამ უნაგირების გადასატანი ჩანთების,  შემდეგ კი თავად ცხენოსნების ტანსაცმლის წარმოება დაიწყო. ძირითადად პროდუქტს არისტოკრატები ყიდულობდნენ, მათ შორის რუსეთის სამეფო ოჯახის წევრებიც იყვნენ.

1880 წელს ოჯახური ბიზნესის მართვა ტიერის შვილმა, შარლ-ემილ ჰერმესმა განაგრძო, მაღაზია ფობურ დე სენტ-ონორეს ქუჩაზე გადაიტანა და დღემდე აქ მდებარეობს. შარლის შვილების დროს ასორტიმენტი კიდევ უფრო გაფართოვდა, კომპანია ევროპის, ჩრდ. აფრიკის, რუსეთის, აზიის ელიტას ემსახურებოდა.  

ჰერმესის მფლობელები აცნობიერებდნენ, რომ დროის ცვლასთან ერთად ტყავის აღჭურვილობა უკვე ძირითადი ნაწარმი ვეღარ იქნებოდა, რადგან ტრანსპორტის ეს სახეობა თანდათან ქრებოდა. 1922 წელს დამფუძნებლის შვილიშვილმა, ემილ მორის ჰერმესმა პირველად წარმოადგინა ჩანთების კოლექცია, ხოლო 20 და 30-იანი წლები მოდური სახლის აყვავების ხანად იქცა, 1929 წელს ქალის ტანსაცმელი წარმოადგინეს,1937 წელს კი  -  ჰერმესის ცნობილი აბრეშუმის ე.წ. „კარე“ ანუ კვადრატული შარფები. მისი საშუალო ფასი დაახლოებით 300 ევროა. 50-იანი წლების დასაწყისში ჰერმესის შარფით  დედოფალი ელისაბედ II დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო საფოსტო მარკაზე დაიბეჭდა.

ჰერმესის ლოგო  - ცხენის ეკიპაჟი  და  ნარინჯისფერი გასული საუკუნის 50-იან წლებში გაჩნდა და მას მერე პრაქტიკულად არც შეცვლილა, ის კომპანიის წარსულს გვახსენებს და პროდუქციის ელიტურობაზე მეტყველებს.

ჰერმესის ნივთები ძირითადად ხელით მზადდება. სწორედ ასეთი მაღალი ხარისხის, ჭკვიანური მარკეტინგისა და ცნობილ დიზაინერებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად უკავია  ჰერმესს ლიდერის ადგილი ბაზარზე და  ფუფუნების სიმბოლოს წარმოადგენს. საკულტოდ იქცა მსახიობ გრეის კელისა და მომღერალ ჯეინ ბირკინის პატივსაცემად შერქმეული ჩანთები ე.წ. „კელი“ და „ბირკინი“ . ამ უკანასკნელის ფასი 7500 დოლარიდან იწყება და ფერის, ფაქტურისა და აქსესუარების მიხედვით იზრდება. ბირკინის სტანდარტული კომპლექტაცია თხის ძალიან თხელი ტყავის სარჩულით, სუფთა ოქროს ელვითა და სამაგრებით და სხვა მაღალი ხარისხის ლითონებით მზადდება. ამასთან, სპეციალური დაკვეთით ლითონის საკეტი შესაძლოა ბრილიანტებით იყოს მორთული.

ჰერმესს მსოფლიოს მასშტაბით 300 ბუტიკი აქვს გახსნილი. შემოსავალი 1,5 მილიარდ აჭარბებს, ერმესს არასოდეს აქვს ფასდაკლებების აქციები,ლეგენდარული მოდის სახლის ბიზნესი დღემდე საოჯახო წარმოებაა.  ამჟამინდელი მმართველის, ჟან ლუი დიუმას თქმით -  „ჰერმესის მომავალი უბერებელ იდეაში დევს“.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები