ოქრო NYMEX(უნც.)  1252.80  +0.35%    |    პლატინა (უნც.)  893.15  +0.58%    |    ვერცხლი (უნც.)  15.89  +0.46%    |    პალადიუმი NYMEX  1000.8  +0.25%    |    ნიკელი (ტონა)  10887.5  -0.57%    |    ალუმინი (ტონა)  2013.75  -0.04%    |    ნავთობი (Brent)  63.37  -0.05%    |    გაზი(NYMEX)  2844  +2.05%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.07  -2.02%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  122.72  -0.20%    |    ხორბალი (ტონა)  415.75  -0.78%    |   
 USD 2.6258        EUR 3.0916        GBP 3.4999        RUB 4.4624        UAH 0.9661        AZN 1.5452        AMD 5.4252      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ანაკლიის პორტის მმართველის IPO-ს 5 წლის შემდეგ მოიაზრებენ
ნინო შუბითიძე
12 ოქტომბერი, 2017, 21:03
 ანაკლიის პორტის მმართველის IPO-ს  5 წლის შემდეგ მოიაზრებენ

თბილისი (GBC)-  ანაკლიის პორტის მმართველი კომპანიის IPO-ს   მხოლოდ 5 წლის შემდეგ მოიაზრებენ. 

პორტის პროექტის ინვესტორი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ აქციების საჯარო შეთავაზებამდე  ნავსადგურის მშენებლობის I ფაზა უნდა დასრულდეს და გემების მიღებაც დაიწყოს, მანამდე რისკიანი ფულის მოზიდვა არამიზანშეწონილია. 

უკვე ცნობილია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით და ტექნიკით აღჭურვილ ღრმაწყლოვან პორტში დიდი გემების გადმოტვირთვა/დატვირთვას 24 საათი დასჭირდება. 

ღრმაწყლოვანი ნავსადგურის I ფაზის მშენებლობისთვის 540 მილიონია საჭირო, საიდანაც 190 მილიონი უკვე მოზიდულია და საინვესტიციო პორტფელის ფორმირებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.  

მოზიდული  თანხიდან 20 მილიონი ფსკერის გაწმენდასა და დაღრმავებაზე დაიხარჯება.  

პროექტის ინვესტორებმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას აღნიშნეს, რომ ანაკლიის პორტი  და მიმდებარე სპეციალური ეკონომიკური ზონა  განსაკუთრებული ზონის სტატუსს მიიღებს. კონსტიტუციით უკვე ვიზირებულია სპეც.ზონის საკანონმდებლო მოწყობაზე  მუშაობა.

განიხილება ტერიტორიაზე ბრიტანული არბიტრაჟის მოდელი დანერგვა, რითაც   ინვესტორები და იქ მოქმედი ბიზნესი თავს უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები