ოქრო NYMEX(უნც.)  1305.92  +0.10%    |    პლატინა (უნც.)  947.80  -0.11%    |    ვერცხლი (უნც.)  17.41  -0.01%    |    პალადიუმი NYMEX  995.67  +0.99%    |    ნიკელი (ტონა)  11712.5  -0.02%    |    ალუმინი (ტონა)  2148.25  +0.42%    |    ნავთობი (Brent)  57.80  +1.10%    |    გაზი(NYMEX)  2968  -1.39%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.38  +0.63%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  126.53  +0.09%    |    ხორბალი (ტონა)  439.38  -0.08%    |   
 USD 2.4826        EUR 2.9305        GBP 3.3029        RUB 4.3371        UAH 0.9361        AZN 1.4628        AMD 5.1581      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა დეკემბერში დაიწყება
მარიამ მინაძე
13 ოქტომბერი, 2017, 14:46
თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა დეკემბერში დაიწყება

თბილისი (GBC) - თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა დეკემბერში დაიწყება, - ამის შესახებ GBC-ის დავით ტვილდიანმა განუცხადა.

მისი თქმით, მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, რაც ნოემბრის ბოლოს დასრულდება და თუ ამინდები შესაბამისი იქნება მშენებლობა დეკემბერში დაიწყება.

 ტვილდიანის განცხადებით, თანხები კაპიტალში უკვე მობილიზებულია, როგორც ადგილობრივი ისე უცხოური ინვესტორისგან, საინვესტიციო თანხების მობილიზებაზე მოლაპატაკებები დამატებით რამდენიმე ევროპულ ბანკთან მიმდინარეობს.  ტექნიკის შეძენას კი, სავარაუდოდ, Exim Bank -ი დააფინანსებს.

„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, მშენებლობის დაწყებასაც წლის ბოლოს დავიწყებთ“, - აღნიშნა პროექტის მონაწილე „თიბისი ჯგუფის“ დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობილია, რომ ჰოსპიტალის ოპერატორი „ინოვა ჯანდაცვის სისტემა" იქნება, რომელიც ინტეგრირებული ჰოსპიტალების ქსელია და ვაშინგტონის უდიდეს ნაწილს ემსახურება. 

ჰოსპიტალის მშენებლობისთვის 42 მლნ აშშ დოლარი დაიხარჯება. პირველ ეტაპზე 80 საწოლზე იქნება გათვლილი და ისეთ სამედიცინო სერვისებზე გაკეთდება აქცენტი, რომელთა განვითარების დონე დაბალია და კვალიფიციური მომსახურების მისაღებად ქართველ პაციენტებს უცხოეთში გამგზავრება უწევთ.

 ჰოსპიტალში JCAO უმაღლესი ამერიკული სტანდარტები და ტექნოლოგიები დაინერგება. 

კლინიკა თბილისში 2018 წელს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება.

საერთაშორისო სტანდარტების პროექტს ერთობლივად განახორციელებენ “თიბისი ჰოლდინგი”, “კონტი ჯგუფი“ და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები