ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1172        EUR 3.4626        GBP 3.8613        RUB 4.4772        UAH 1.1629        AZN 1.8336        AMD 6.4554      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ნეოსტარი ბეტონის ფილების წარმოებაში 12 მილიონის ინვესტიციას ჩადებს
17 ოქტომბერი, 2017, 11:50
ნეოსტარი ბეტონის ფილების წარმოებაში 12 მილიონის ინვესტიციას ჩადებს

თბილისი (GBC) - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი საწარმო, შპს „ნეოსტარი“ შეემატა, რომელიც ბეტონის ფილების წარმოებას გეგმავს.

პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  11 960 000 ლარს შეადგენს.

სახელმწიფოს დახმარებით კომპანიამ გერმანული, უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძინა, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ მომხმარებელს ენერგოეფექტური ტექნოლოგიით დამზადებული, მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია მიაწოდოს.

შპს „ნეოსტარი“, რომელიც 2018 წლის იანვრის თვეში გაიხსნება,  წლიურად 500 ათასი კვ.მ პროდუქციის წარმოებას შეძლებს. საწარმო ამოქმედების პირველ ეტაპზე 30 ადამიანს დაასაქმებს.

აღნიშნული საწარმო თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. კომპანია პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები