ოქრო NYMEX(უნც.)  1221.9  -0.46%    |    პლატინა (უნც.)  844.90  -0.20%    |    ვერცხლი (უნც.)  14.59  -0.11%    |    პალადიუმი NYMEX  1078.3  +0.29%    |    ნიკელი (ტონა)  12805  +0.79%    |    ალუმინი (ტონა)  2029  +0.11%    |    ნავთობი (Brent)  81.22  +1.20%    |    გაზი(NYMEX)  3246  +0.74%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.92  +0.62%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  113.10  +1.25%    |    ხორბალი (ტონა)  511.75  +0.74%    |   
 USD 2.6664        EUR 3.0925        GBP 3.5076        RUB 4.0628        UAH 0.955        AZN 1.5731        AMD 5.4921      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
ევროკავშირთან ვაჭრობა 5.6 პროცენტით, დსთ-სთან 31.2%-ით  გაიზარდა
19 ოქტომბერი, 2017, 11:28
ევროკავშირთან ვაჭრობა 5.6 პროცენტით, დსთ-სთან 31.2%-ით  გაიზარდა

თბილისი (GBC) – საქართველომ  ევროკავშირთან და დსთ-ს სივრცის ქვეყნებთან ვაჭრობა გაზარდა.

„საქსტატის“ მონაცემებით,  იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2.065 მლრდ  დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.6 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 462.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (18.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1602.6 მლნ. აშშ დოლარი (2.3 პროცენტით მეტი).

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27.3 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება დსთ-ის ქვეყნებს, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-სექტემბერში 2.428 მლრდ დოლარი შეადგინა, წლიურად ზრდა 31% აღემატება. ექსპორტი 59% არის გაზრდილი  785.4 მლნ. დოლარამდე. იმპორტი 21% გაიზარდა და 1.642 მლრდ დოლარი შეადგინა.

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 32.1 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 40.5 პროცენტი და იმპორტში 29.2 პროცენტი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები