GE EN
სხვა სიახლეები
ფირფიტებზე გაცოცხლებული ადრეული 90-იანებისა და 2000-იანების მუსიკა - „...

„ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ ნათია სართანიასა და ჯაბა შავიშვილის მიერ შექმნილი პროექტია, რომლის მიზანი ადრეული 90-იანი და 2000-იანი წლების მუსიკის ხელახლა აღმოჩენა, ფირფიტებზე გადატანა და მათთვის ახალი სიცოცხლის შეძენაა. პროექტის ავტორებმა უკვე მოახერხეს მნიშვნელოვანი ქართველი არტისტების შემოქმედების არა მხოლოდ დაარქივება, არამედ ახალი თაობისთვის მათი გაცნობა და საინტერესო ფორმით შეთავაზება.პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ  90-იანებისა და 2000-იანი წლების შემსრულებლები ის პირველი თაობა იყო, რომელიც დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში გამოჩნდა მუსიკალურ სცენაზე. როგორც ნათია სართანია და ჯაბა შავიშვილი განმარტავენ, ამ პერიოდში შექმნილი ალტერნატიული მუსიკა მელომანებისთვის თავისუფლების ხმად იქცა. შესაბამისად, დღეს მათი შემოქმედების ფირფიტებზე გაცოცხლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.საქართველოს ბანკისა და „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ თანამშრომლობის ფარგლებში ოთხი ქართველი არტისტის ფირფიტის გამოცემა იგეგმება. პირველი „ნიკაკოის“ ფირფიტაა, რომელიც მელომანებისთვის უკვე  ხელმისაწვდომია და მუსიკის მოყვარულები მის შეძენას “ვოდკასტში“;  „მორევში“ და XO Vinyl shop- ში  შეძლებენ.„საქართველოს ბანკისთვის ქართული კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ძველი, ყველასთვის კარგად ნაცნობი არტისტების შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და ახალი ფორმით წარდგენა, ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, პროექტის „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა“ ჯგუფთან ერთად შეგვექმნა ოთხი გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი ქართველი არტისტის ფირფიტა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, შევძინოთ მათ შემოქმედებას ახალი სიცოცხლე და მსმენელისთვის უფრო ხელშესახები გავხადოთ ისინი“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის ბრენდის გუნდში.ფირფიტების გამოცემა ლიმიტირებული ტირაჟით მოხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული ფირფიტის წარმოება გრძელვადიან პროცესს გადის და უმეტესწილად ჩანაწერების კარგი ხარისხით მიგნებასა და მათ უკან მდგარი ისტორიების აღმოჩენაზეა ორიენტირებული. როგორც პროექტის ავტორები განმარტავენ, ამის მიზეზი ადრეულ 90-იან და 2000-იან წლებში ხმის ჩამწერი სტუდიების არარსებობა იყო, რის გამოც არტისტები ძირითადად საკუთარ სახლებში მოწყობილ სტუდიებში მუშაობდნენ.როგორც საქართველოს ბანკის გუნდში აცხადებენ, პარტნიორობის ფარგლებში ოთხი ფირფიტა 2024 წლის ბოლომდე გამოიცემა. მანამდე კი „ნიკაკოის“ პირველ ფირფიტასთან დაკავშირებული ვიდეოს ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე 

1713958391

ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე “ელისო” ნამუშევრების რეგისტრაცია დაიწყო

„ნატო ვაჩნაძის ფონდი” კინემატოგრაფისტების და ოჯახის წევრების ინიციატივით 2023 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ხელოვნების და განსაკუთრებით კი კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა.  ფონდის მიზნები პირდაპირ კავშირშია ნატო ვაჩნაძის და მისი ოჯახის მემკვიდრეობის გაგრძელებასთან, სწორედ ამიტომ კინემატოგრაფისტთა ხელშეწყობა, ისტორიული კონტექსტის კვლევა, კინოს პოპულარიზაცია და ქალთა გაძლიერება რჩება ფონდის უმთავრეს ღირებულებებად.წელს პრემია “ელისო”  სამ ნომინაციაში გაიცემა: საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო ოპერატორი. თითოეული გამარჯვებული 5000 ლარით დაჯილდოვდება. კონკურსის პირობების მიხედვით, განიხილება 2023 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ქართული პროდუქციის ან კოპროდუქციის ფილმები.„ელისო“ ნიკოლოზ შენგელაიას ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას - ქართული ავანგარდის დასაწყისი, რომელიც ნოვატორული თხრობითა და მონტაჟით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ქართულ მუნჯ ფილმებში ტენდენციურად ქალი ფიგურა ჩაგრული და მსხვერპლია,  ფილმის მთავარი პერსონაჟი ელისო კი დინების წინააღმდეგ წასული გმირია.  აღსანიშნავია ისიც, რომ ელისოს როლის შემსრულებელი, ნატო ვაჩნაძის და, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კირა ანდრონიკაშვილია.ნატო ვაჩნაძის ფონდის წევრები ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან, მათ შორის, ნინო კირთაძე, რეზო კიკნაძე, ქეთევან შავგულიძე, გურამ ღონღაძე და ნატალია ჯუღელი.საერთო გადაწყვეტილებით შეირჩევა ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური, რომელიც პრემია ელისოს ნომინანტებსა და გამარჯვებულებს გამოავლენს.ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმთან პარტნიორობით სამომავლოდ დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება, მათ შორის, ვორკშოფები, ლექციები და რეზიდენციები, ასევე კინოჩვენებების მოწყობა, უცხოელი პროფესიონალების ჩამოყვანა და ა.შ.მსურველებს პრემიაზე რეგისტრაციის გავლა შემდეგ ლინკზე შეუძლიათ: ElisoAwardsნატო ვაჩნაძის ფონდის შესახებ მეტ ინფორმაციას გაეცანით ვებგვერდზე: www.natovachnadze.com

1713958028

„აგრო იმპექსმა" მოტივტივე მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა

216 კვტ. სიმძლავრის მოტივტივე მზის ელექტროსადგური, სათბურის აირების წლიურ გაფრქვევას 31 200 კგ. CO2 ექვივალენტით შეამცირებს.საპილოტე პროექტი ყოველწლიურად 300 000 კვტ. სთ. ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. შედეგად, „აგრო იმპექსის" ქსელური ელექტროენერგიის მოხმარება 38%-ით შემცირდება და კომპანია ყოველწლიურად საშუალოდ 32 400 დოლარს დაზოგავს.პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 177 000 დოლარია, საიდანაც USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანამონაწილეობა - 85 000 დოლარს, თიბისის აგრო სესხით მხარდაჭერა კი 92 000 დოლარს შეადგენს."აგრო იმპექსი" „აგრო ჰოლდინგის" ჯგუფში შემავალი კომპანიაა და გარდაბანში 70 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ სიმინდის ყანებს ფლობს. თიბისი, რომლისთვისაც სოფლის მეურნეობის სექტორი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, 9 წელია „აგრო ჰოლდინგის" ზრდისა და განვითარების მხარდამჭერია.USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში, განახლებადი ენერგორესურსებითა და  ინოვაციური, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, ბიზნესის მხარდაჭერასა და მათ საპილოტე პროექტებში ჩართვაში ეხმარება.USAID მხარს უჭერს საქართველოში განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებას კერძო სექტორთან პარტნიორობით, რაც ტექნოლოგიური ინოვაციებისა და დაფინანსების ახალი მიდგომების წახალისებას ისახავს მიზნად.

1713951738

ზურაბიშვილმა გრიგორიადისი შეიწყალა

2023 წლის მარტის საპროტესტო აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა.გრიგორიადისი საპატიმრო დაწესებულებას დღეს, 24 აპრილს დატოვებს.

1713951321

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

პროექტის ჯამური ღირებულება 42 მილიონი აშშ დოლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 31.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც სრულიად მოხმარდება კაპიტალურ დანახარჯებს.აღნიშნული პროექტის ფარგლებში „სითი მოლი გლდანის“ ტერიტორიაზე 90 000 კვ.მ ფართის მშენებლობა იგეგმება, სადაც 26 000 კვ.მ-ზე სავაჭრო სივრცე მოეწყობა. გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია 33 350კვ.მ - ზე ორი საცხოვრებელი თაუერის მშენებლობა, სადაც საცხოვრებელი სივრცე 23 000კვ.მ-ს შეადგენს.,,აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ თბილისში  ორ სავაჭრო ცენტრს -  ,,სითი მოლი საბურთალო’’ და,,სითი მოლი გლდანი’’ ფლობს.  ის  100-ზე მეტ, სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ტანსაცმლის, აქსესუარების, საყოფაცხოვრებო და სამომხმარებლო ტექნიკის ბრენდს, კინოთეატრს, სპორტულ კომპლექსს, კვების ზონას და სხვა  გასართობსა თუ მოსასვენებელ ზონებს აერთიანებს.პროექტის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო და ის 2026 წლისთვის დასრულდება.„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენს პორტფელში FMCG სექტორს მნიშვნელოვანი წილი უკავია. „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიასთან“ 2006 წლიდან ვთანამშრომლობთ და ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ ინიციირებული ყველა პროექტი ერთობლივად განვახორციელეთ, მათ შორის „სითი მოლი საბურთალოსა“ და „სითი მოლი გლდანის“ სავაჭრო ცენტრის მშენებლობა. გვეამაყება, რომ წლიდან - წლამდე კომპანია ვითარდება, ძლიერდება და ახალ მასშტაბებს იძენს. ამჯერად, აღნიშნული პროექტი სითი მოლი გლდანის გაფართოებას ითვალისწინებს, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს ახალი, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბრენდები შემოიყვანოს და მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი, განსხვავებული და მრავალფეროვანი პროდუქცია შესთავაზოს“, - განაცხადა ირაკლი კიკალიშვილმა, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა. 

1713950348

თიბისი ბანკის პარტნიორი ატელიე La Mode შოურუმს ხსნის

„ნაყიდი, მზა ტანსაცმელი არასდროს მომწონდა. ჩემი შეხედულების და გემოვნების მიხედვით გადავაკეთებდი ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ არასდროს მცმია ის, რაც მიყიდეს. როცა წამოვიზარდე, ამ მიმართულებით სწავლა არ მიფიქრია, მაგრამ კერვა ყოველთვის რჩებოდა ჰობად. მსიამოვნებდა ქსოვილთან მუშაობა და თავისუფალ დროს ხშირად ამ საქმიანობას ვუთმობდი. მერე დავოჯახდი, შემეძინა შვილი და შთაგონების წყარო უკვე შვილი აღმოჩნდა – დავიწყე ბავშვისთვის კერვა. ტანსაცმელთან ერთად, ლამაზ სათამაშოებსაც ვკერავდი. იმდენად დიდ ბედნიერებას მანიჭებდა ეს პროცესი, რომ გადავწყვიტე, ამ საქმისთვის სერიოზულად მომეკიდა ხელი. მსურდა, გამეკეთებინა პატარა ატელიე. მაშინ ნამდვილად არ ველოდი, თუ ამდენი მომხმარებელი მეყოლებოდა. როგორც ბიზნესზე საერთოდ არ მიფიქრია. თუმცა, გარკვეულწილად, მომხმარებელსაც ვითვალისწინებდი, რადგან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა“.დიდ დიღომში მდებარე ატელიე, სადაც სოფო ორ მკერავთან ერთად ქმნიდა ტანსაცმელს (თავად ტანსაცმლის მოდელირებას აკეთებდა, გოგონები კი კერავდნენ) 2020 წლის თებერვალში გაიხსნა – ბიზნესისთვის ყველაზე არახელსაყრელ დროს. გახსნიდან მალევე პანდემია დაიწყო და ახალწამოწყებული საქმეც ნაწილობრივ შეჩერდა. თუმცა ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი მაინც მოიძებნა.„პანდემიისას, როცა ყველაფერი დაიკეტა, 3-4 თვე შინიდან მუშაობა მომიხდა. შევქმენი ჩემი ატელიეს ფეისბუკ გვერდი, სადაც მოდელებს ვათავსებდი. ამან, ჩემდა გასაკვირად, ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. მაინცდამაინც ფინანსური მოგება არ მამოძრავებდა, უბრალოდ არ შემეძლო, არაფერი მეკეთებინა. ის თვეები ძალიან კარგად ვიმუშავე. საკურიერო კომპანიებთან თანამშრომლობის გამოცდილება ადრეც მქონია, ამ პერიოდში კი ეს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. უამრავი ადამიანი დამიკავშირდა, ვისაც ონლაინ სურდა ტანსაცმლის შეძენა|“.იმ თვეებში, დისტანციაზე მომუშავე ატელიე, ძირითადად, სპორტულ ორეულებს ამზადებდა და შეძლებისდაგვარად დაბალ ფასად ყიდდა – მოგება 5-10 პროცენტი თუ იყო. პანდემიის დასრულების და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ „ლა მოდი“ ყველა ტიპის ტანსაცმლის კერვაზე გადავიდა – დღეს აქ იკერება კოსტიუმები, საქორწინო და საღამოს კაბები თუ სპორტული სტილის ტანსაცმელი. ონლაინ მაღაზია დღემდე აქტიურად მუშაობს და უამრავ მომხმარებელს ემსახურება, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.„საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებში დიდი მოთხოვნაა ქართულ პროდუქციაზე. ტანსაცმელს რაღაც ქართული, სახასიათო ელემენტი უნდა ჰქონდეს – ეროვნული ორნამენტი, ან თუნდაც უბრალოდ ქართული წარწერა. საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკაში, სადაც ვაგზავნით პროდუქციას, ეს სამოსი დიდ ინტერესს იწვევს“.ბიზნესის წამოწყება და პირველადი ტექნიკის შეძენა პირადი დანაზოგით მოხერხდა, მაგრამ ყოველ 2-3 წელიწადში საჭიროა მანქანების განახლება და მათი ახალი თაობის ტექნიკით ჩანაცვლება, რაც უკვე თიბისი ბანკის დახმარებით მოხდა. თავდაპირველად „ლა მოდში“ 3 საკერავი მანქანა მუშაობდა, დღეს ტექნიკის რაოდენობა გაორმაგებულია. ატელიეში უკვე ხუთი მკერავია დასაქმებული. აქ არა მხოლოდ „ლა მოდის“ ტანსაცმელი იკერება, არამედ სხვა ბრენდებისგან მიღებული შეკვეთებიც სრულდება. გარდა მზა მოდელების შეთავაზებისა, ატელიეში გადაკეთების სერვისიც მუშაობს – „ლა მოდი“ მომხმარებელს სთავაზობს მათ მიერ მაღაზიაში შეძენილ ტანსაცმელში ამა თუ იმ დეტალის შეცვლას და ინდივიდუალურ გემოვნებაზე მორგებას. ამ მომსახურებითაც ბევრი სარგებლობს.ატელიე სულ მალე შოურუმის გახსნას გეგმავს.“შოურუმი აღაშენებელზე იქნება. ამისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობა შევარჩიეთ, გვინდოდა, ძველისა და ახლის შერწყმა ყოფილიყო. შოურუმში წარმოდგენილი იქნება კაბები, პიჯაკები და შარვლები და, რა თქმა უნდა, სპორტული ხაზიც. დღეს ძალიან დიდი მოთხოვნაა ქეჟუალ, სპორტული სტილის სამოსზე, რომელშიც ადამიანი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. ამის საშუალებას კი ჩვენი ტანსაცმელი სრულად იძლევა“.

1713949901