ოქრო NYMEX(უნც.)  1.242  +0.19%    |    პლატინა (უნც.)  829.90  +0.45%    |    ვერცხლი (უნც.)  15.83  +0.15%    |    პალადიუმი NYMEX  916.90  +0.31%    |    ნიკელი (ტონა)  13615  -0.16%    |    ალუმინი (ტონა)  2058.5  -0.01%    |    ნავთობი (Brent)  71.53  -0.43%    |    გაზი(NYMEX)  2766  0.00%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.21  +2.46%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  110.42  +0.41%    |    ხორბალი (ტონა)  492.5  +0.87%    |   
 USD 2.4546        EUR 2.852        GBP 3.1981        RUB 3.8927        UAH 0.9328        AZN 1.448        AMD 5.1191      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ექსკლუზივი
GIG გამოთქვამს მზადყოფნას კომპანია საქნახშირი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს
მთავარი მოვლენები
ალდაგის შვილობილი ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრების მოწყობაში 40 მილიონამდე ლარის ინვესტიციას ჩადებს
კომპანიის სიახლეები
თიბისი კაპიტალმა - გალტ ენდ თაგარტი დაამარცხა - ქართლის ქარის აქციების განთავსებაზე ხელშეკრულება 12 ივლისს გაფორმდება
მთავარი მოვლენები
კომპანიის სიახლეები
ელბა ექსპორტი  წელს სომხეთში 4000 ტონა კირის ექსპორტს გეგმავს
გამარჯობა საქართველო - რობოტმა სოფიამ მედიასთან ხელოვნური ინტელექტის უპირატესობებზე ისაუბრა
სამედიცინო კორპორაცია ევექსი პაციენტებს შინ მოვლის სერვისს სთავაზობს
სპონსორები
მთავარი მოვლენები << უკან
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დაიწყო სასწავლო კურსი - ფინანსების მართვის პრინციპები კერძო კომპანიებში 
2 ნოემბერი, 2017, 11:17
ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში დაიწყო სასწავლო კურსი - ფინანსების მართვის პრინციპები კერძო კომპანიებში 

თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში სტუდენტებისთვის დაიწყო სასწავლო კურსი - „ფინანსების მართვის პრინციპები კერძო კომპანიებში“. 

უწყების ცნობით, სასწავლო კურსის მიზანია შესძინოს მათ პრაქტიკული ცოდნა კერძო სექტორში ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ და პრაქტიკული მაგალითებისა და ქეისების საშუალებით გაიღრმავონ ცოდნა შემდეგ საკითხებში: ბუღალტრული აღრიცხვის არსი, საბუღალტრო აღრიცხვის მოქმედი საერთაშორისო სტანდარტები, ფინანსური ანგარიშგების სტრუქტურა და ინფორმაციის წარდგენის ძირითადი მოთხოვნები, ფულადი სახსრების მართვა, ფინანსური ანგარიშგების ელემენტების ურთიერთკავშირი, ექსელის პროგრამის ეფექტური გამოყენება, ფინანსური ანგარიშგების ასახვა და განთავსებული ინფორმაციის ანალიზი Ms. Excel-ის გამოყენებით, საქართველოს საგადასახადო სისტემის ძირითადი პრინციპები, გადასახადების გამოანგარიშებისა და დეკლარირების წესი, მეწარმე სუბიექტის დაფუძნება, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია, მეწარმე სუბიექტების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები და უფლება მოვალეობანი საქართველოში.

სასწავლო კურსი აკადემიის დირექტორმა თამარ ჯაფარიძემ, სასწავლო პროცესების მენეჯერმა მარიამ ხვიჩიამ და ტრენერმა ლაშა ღვინიანიძემ გახსნეს.

 შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის  მიზანი ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუციისა და კერძო სექტორის განვითარების მხარდაჭერაა.

აკადემია ზრუნავს პროფესიონალიზმის დონის ამაღლებასა და ადამიანური რესურსის კომპეტენციის გაძლიერებაზე ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოების ყველა სეგმენტისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და მოთხოვნებზე მორგებული მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამებისა და ტრენინგების განხორციელების გზით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები