ოქრო NYMEX(უნც.)  1284.04  +0.09%    |    პლატინა (უნც.)  931.30  +0.43%    |    ვერცხლი (უნც.)  17.07  +0.02%    |    პალადიუმი NYMEX  985.17  -0.02%    |    ნიკელი (ტონა)  985.17  -1.61%    |    ალუმინი (ტონა)  2077.25  -0.55%    |    ნავთობი (Brent)  61.57  -1.04%    |    გაზი(NYMEX)  3090  -0.39%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  15.09  -0.20%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  127.22  -0.28%    |    ხორბალი (ტონა)  427.50  -0.02%    |   
 USD 2.7268        EUR 3.2176        GBP 3.6097        RUB 4.575        UAH 1.0298        AZN 1.6071        AMD 5.6142      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი კოვზანაძე  პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს არაეფექტური მუშაობის გამო აკრიტიკებს
3 ნოემბერი, 2017, 18:18
ირაკლი კოვზანაძე  პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს არაეფექტური მუშაობის გამო აკრიტიკებს

თბილისი (GBC) - პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის არაეფექტური მუშაობა დისკრედიტაციას უკეთებს ამ სტრუქტურის არსებობას პარლამენტში, - მიიჩნევს ირაკლი კოვზანაძე.

საბიუჯეტო ოფისის საქმიანობაზე, პრობლემებსა და უკმაყოფილებაზე კოვზანაძემ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საბიუჯეტო ოფისმა პარლამენტის წევრები, კომიტეტები და საზოგადოება მუდმივად უნდა მოამარაგოს საკუთარი დამოუკიდებელი კვლევებით, ანალიზით, მან უნდა შეაფასოს ბიუჯეტის პროექტი, ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა, აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ ინიცირებული ან/და მიმდინარე ცალკეული ფისკალური ღონისძიებები და სხვა.

თუმცა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ფაქტობრივად ვერ ასრულებს. მაგალითად, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ოქტომბრის თვეში განიხილა პარლამენტის 15 კომიტეტმა. 15 კომიტეტიდან 14 კომიტეტის სხდომა ისე ჩატარდა, რომ ოფისის მხრიდან არ მიეწოდათ  ინფორმაცია-მიმოხილვა ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამაც ვერ იხილეს შესაბამისი მასალები. საბიუჯეტო ოფისის ინფორმაცია ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ბოლო მომენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელ სხდომამდე 40 წუთით ადრე, რაც ამ ინფორმაციის სათანადოდ გაცნობისა და დამუშავების საშუალებას არ იძლევა. ასევე, 3 ნოემბრისათვის, საბიუჯეტო ოფისის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებული სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების  ყოველთვიური მიმოხილვებიდან  ბოლო ინფორმაცია არის 2017 წლის იანვარ-თებერვალის მდგომარეობით, საერთოდ არ არის განთავსებული ინფორმაციები გასული 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან და 2017 წლის პირველი კვარტლის, მეორე კვარტლის და შესაბამისი თვეების შესრულების ანგარიშებთან დაკავშირებით.

 „საბიუჯეტო ოფისი უყურადღებოდ არის დატოვებული. არსებული სიტუაცია აზიანებს და ნაკლებად საჯაროს და გამჭვირვალეს ხდის საბიუჯეტო პროცესს, დისკრედიტაციას უკეთებს თავად ამ სტრუქტურის არსებობას საქართველოს პარლამენტში,“ - განახცადა საპარლამენტო ტრიბუნიდან ირაკლი კოვზანაძემ.

  საბიუჯეტო ოფისში არსებულ პრობლემებს კოვზანაძე ადრე განხორციელებულ ,,რეფორმას“ უკავშირებს, რის შედეგადაც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი დამოუკიდებელი გახადა არამარტო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისგან, არამედ პრაქტიკულად მთლიანად პარლამენტისგანაც კი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები