ოქრო NYMEX(უნც.)  1284.04  +0.09%    |    პლატინა (უნც.)  931.30  +0.43%    |    ვერცხლი (უნც.)  17.07  +0.02%    |    პალადიუმი NYMEX  985.17  -0.02%    |    ნიკელი (ტონა)  985.17  -1.61%    |    ალუმინი (ტონა)  2077.25  -0.55%    |    ნავთობი (Brent)  61.57  -1.04%    |    გაზი(NYMEX)  3090  -0.39%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  15.09  -0.20%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  127.22  -0.28%    |    ხორბალი (ტონა)  427.50  -0.02%    |   
 USD 2.7268        EUR 3.2176        GBP 3.6097        RUB 4.575        UAH 1.0298        AZN 1.6071        AMD 5.6142      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სოლვა და ჯიპიაი ჰოლდინგი სწრაფი სესხების მომხმარებლებს სიცოცხლის დაზღვევას სთავაზობენ
6 ნოემბერი, 2017, 18:00
სოლვა და ჯიპიაი ჰოლდინგი სწრაფი სესხების მომხმარებლებს სიცოცხლის დაზღვევას სთავაზობენ

თბილისი (GBC) - კომპანია „სოლვა”  საკუთარ მომხმარებელს ახალ პროდუქტს - სიცოცხლის დაზღვევას სთავაზობს - მომხმარებელს საშუალება ექნება სესხის მიღებასას “ჯი პი აი ჰოლდინგის” სიცოცხლის ნებაყოფლობითი დაზღვევა შეიძინოს.

მხარეებმა ახალ პროდუქტზე მუშაობა აგვისტოს თვეში დაიწყეს და სპეციალური შეთავაზების შექმნას რამდენიმე კვირა დაუთმეს.

„სოლვას“ მენეჯმენტის ცნობით, პროდუქტის შეთავაზების პირველ კვირას მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა,  პირველივე დღეს “სოლვა”- ს 100 მომხმარებელმა შეიძინა “ჯი - პ ი - ა ი ჰ ოლდინგი ” -ს  სადაზღვევო პოლისი.      

შეგახსენებთ, “სოლვა ” წარმოადგენს “ა ი დი ფაინანსი ” - ს ჯგუფის ნაწილს და საქრთველოში  ავითარებს გრძელვადიანი სესხების პროდუქტს.

 “სოლვა” ბაზარზეა 2016 ივლისიდან  და სთავაზობს ბაზარს სტაბილურ ფინანსურ პროდუქტს, რომელიც გადახდისუნარიან მომხმარებელს  სწარფი სამომახმარებლო სესხის მოხერხებულად,  წრაფად, სახლიდან გაუსვლელად მიღებას და  მათთვის მისაღები გრაფიკით, მცირე შენატანებით დაფარვას გულისხმობს. 

გულისხმობს.     კომპანიის  ახალი აუდიტორია    საინტერესოა გადამხდელუნარიანობით და შედარებით დაბალი რისკით. 

“აი დი ფაინანსი ” არის სწრაფად მზარდი ფინანსური ტექნოლოგიების მქონე კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მონაცემთა დამუშავებაში, საკრედიტო ქულის მინიჭებასა და ონლაინ დაკრედიტებაში განვითარებად და განვითარებულ ბაზრებზე. ახალი ტექნოლოგია უკეთესად აფასებს  მომხმარებლების ფინანსურ შესაძლებლობებს და რისკებს. 

რაც შეეხება „ჯიპიაი ჰოლდინგს“, ის სადაზღვევო ბაზრის ლიდერია. 2006 წლიდან “ჯი პი აი ჰოლდინგი“ ევროპის ერთ-ერთი  უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის, "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" წევრი გახდა.

კომპანიისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი წინსვლა, არამხოლოდ ფინანსური სტაბილურობის, არამედ გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისითაც: საქართველოში პირველად მსგავსი დონისა და რეიტინგის უცხოური კომპანია ადგილობრივი კომპანიის აქციონერი გახდა.

ჯიპიაი ერთ-ერთი ლიდერია სხვადასხვა საფინანსო კომპანიებთან პარტნიორობის კუთხით. კომპანიის პარტნიორები არიან საქართველოს წამყვანი ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. 

ინოვატორული მიდგობა, ადგილობრივ მოთხოვნილებაზე მორგებული უნიკალური სადაზღვევო პროდუქტები, მაღალი ხარისხის მომსახურება და მოტივირებულ თანამშრომელთა გუნდი – ეს სწორედ ის ფაქტორებია, რამაც განსაზღვრა და რაც გასაზღვრავს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ წარმატებას ქართულ ბაზარზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები