ოქრო NYMEX(უნც.)  1315.4  +0.13%    |    პლატინა (უნც.)  966.10  -0.64%    |    ვერცხლი (უნც.)  17.04  +0.18%    |    პალადიუმი NYMEX  1093.25  -0.45%    |    ნიკელი (ტონა)  12802.5  +1.09%    |    ალუმინი (ტონა)  2164.5  +0.45%    |    ნავთობი (Brent)  69.03  +0.31%    |    გაზი(NYMEX)  2977  +1.85%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  14.75  +0.14%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  125.22  +0.11%    |    ხორბალი (ტონა)  432  -0.05%    |   
 USD 2.534        EUR 3.1067        GBP 3.5235        RUB 4.4789        UAH 0.877        AZN 1.4907        AMD 5.2545      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თეგეტა მოტორსი  ბორჯღალოსნების პარტნიორი ხდება
6 ნოემბერი, 2017, 18:09
თეგეტა მოტორსი  ბორჯღალოსნების პარტნიორი ხდება

თბილისი (GBC)-  7 ნოემბერს კომპანია „თეგეტა მოტორსი“  და „საქართველოს რაგბის კავშირი“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ, რომლის თანახმადაც “თეგეტა მოტორსი” საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრების პარტნიორი გახდება.

"ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება ხელი შევუწყოთ და მცირედი წილი შევიტანოთ რაგბის ეროვნული ნაკრების წარმატებულ მოღვაწეობაში. ასევე ხელი შევუწყოთ  რაგბი გახდეს ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილი და გაძლიერდეს მისი პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ბორჯღალოსნებს წინ მნიშვნელოვანი სპორტული შეხვედრები ელის და დარწმუნებული ვართ, რომ მორიგ დიდ წარმატებას მიაღწევენ“ - აცხადებს კომპანია „თეგეტა მოტორსი“.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ “თეგეტა მოტორსი” მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული. ბიზნეს ჯგუფი, რომელმაც 22 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. ასეთივე წარმატებით, კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე. “თეგეტა მოტორსი” მუდმივად განვითარებასა და სრულყოფაზეა ორიენტირებული. კომპანია მუდმივად ხარისხზეა ორიენტირებული, სწორედ ამაზე მეტყველებს კომპანიის უცვლელი სლოგანი „დროა აირჩიო ხარისხი“.

„საქართველოს რაგბის კავშირი მიესალმება კერძო სექტორის მხრიდან ყოველგვარ ჩართულობას და მხარდაჭერას. კომპანია „თეგეტა მოტორსის“ დაინტერესება არის კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ქართულ სპორტში ინვესტიციების მოზიდვა მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ კომპანია „თეგეტა მოტორსი“ დღეიდან ჩვენი პარტნიორია და ხელს შეუწყობს ეროვნული ნაკრების განვითარებას“ – აცხადებენ „საქართველოს რაგბის კავშირში“.

შეგახსენებთ, რომ ხელმოწერის ცერემონია შედგება ხვალ, 7 ნოემბერს, 14:30 სთ-ზე. მისამართი: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკ. #6. „საქართველოს რაგბის კავშირში“

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები