ოქრო NYMEX(უნც.)  1284.04  +0.09%    |    პლატინა (უნც.)  931.30  +0.43%    |    ვერცხლი (უნც.)  17.07  +0.02%    |    პალადიუმი NYMEX  985.17  -0.02%    |    ნიკელი (ტონა)  985.17  -1.61%    |    ალუმინი (ტონა)  2077.25  -0.55%    |    ნავთობი (Brent)  61.57  -1.04%    |    გაზი(NYMEX)  3090  -0.39%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  15.09  -0.20%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  127.22  -0.28%    |    ხორბალი (ტონა)  427.50  -0.02%    |   
 USD 2.7268        EUR 3.2176        GBP 3.6097        RUB 4.575        UAH 1.0298        AZN 1.6071        AMD 5.6142      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ფრანსუ პეჰშო: საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური ბანკია
7 ნოემბერი, 2017, 17:09
ფრანსუ პეჰშო: საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური ბანკია

თბილისი (GBC) - “საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური ბანკია”, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეჰშომ  სამშაბათს,  სსფ-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციაზე განაცხადა.

სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სებ-ის მონეტარული პოლიტიკა ადეკვატურია. 2016 წელს შერბილებული იყო, როდესაც ინფლაცია შემცირდა, თუმცა 2017 წლის დასაწყისში ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა რადგან ინფლაცია გაიზარდა აქციზისა და იმპორტის ფასების მატების გამო.

"როგორც ვიცით, კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში გაცვლითი კურსი არ განსაზღვრავს ფასების სტაბილურობას, ამიტომ აღნიშნულმა ქვეყნებმა უნდა გააძლიერონ მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოები. იმავდროულად რეგიონის ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო მონეტარული პოლიტიკის მიზნები, ცენტრალური ბანკები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები და გააჩნდეთ ძლიერი კომუნიკაციის მექანიზმები, ასევე უნდა გააუმჯობესონ ანალიტიკური ინსტრუმენტები და გააძლიერონ გადაცემის მექანიზმები. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყოველივე საქართველოს ეროვნულ ბანკს უკვე აქვს და ამ გამოწვევებს თავს წარმატებით ართმევს", - განაცხადა პეჰშომ, აღნიშნა, რომ  საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ცენტრალური ბანკია. მას გააჩნია ძლიერი რეგულაციები, წარმატებულად აწარმოებს საბანკო ზედამხედველობას, არის პროაქტიული და უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას ქვეყანაში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები