ოქრო NYMEX(უნც.)  1.242  +0.19%    |    პლატინა (უნც.)  829.90  +0.45%    |    ვერცხლი (უნც.)  15.83  +0.15%    |    პალადიუმი NYMEX  916.90  +0.31%    |    ნიკელი (ტონა)  13615  -0.16%    |    ალუმინი (ტონა)  2058.5  -0.01%    |    ნავთობი (Brent)  71.53  -0.43%    |    გაზი(NYMEX)  2766  0.00%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  11.21  +2.46%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  110.42  +0.41%    |    ხორბალი (ტონა)  492.5  +0.87%    |   
 USD 2.4546        EUR 2.852        GBP 3.1981        RUB 3.8927        UAH 0.9328        AZN 1.448        AMD 5.1191      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ექსკლუზივი
GIG გამოთქვამს მზადყოფნას კომპანია საქნახშირი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს
მთავარი მოვლენები
ალდაგის შვილობილი ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრების მოწყობაში 40 მილიონამდე ლარის ინვესტიციას ჩადებს
კომპანიის სიახლეები
თიბისი კაპიტალმა - გალტ ენდ თაგარტი დაამარცხა - ქართლის ქარის აქციების განთავსებაზე ხელშეკრულება 12 ივლისს გაფორმდება
მთავარი მოვლენები
კომპანიის სიახლეები
ელბა ექსპორტი  წელს სომხეთში 4000 ტონა კირის ექსპორტს გეგმავს
გამარჯობა საქართველო - რობოტმა სოფიამ მედიასთან ხელოვნური ინტელექტის უპირატესობებზე ისაუბრა
სამედიცინო კორპორაცია ევექსი პაციენტებს შინ მოვლის სერვისს სთავაზობს
სპონსორები
კომპანიის სიახლეები << უკან
საყდრისის მიდამოებში პრეისტორიული გამონამუშევრების კვალი არ დადასტურდა
7 ნოემბერი, 2017, 17:14
საყდრისის მიდამოებში პრეისტორიული გამონამუშევრების კვალი არ დადასტურდა

თბილისი (GBC) -  „საყდრისის კომიტეტის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ საყდრისის მე-2 უბანზე თითქოსდა ძველი გამონამუშევარის კვალი შეინიშნებოდა, არ დადასტურდა.

კომპანია „არემჯი გოლდის“ სალიცენზიო ტერიტორიაზე სამუშაო ვიზიტით ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები არქეოლოგები ირინა ღამბაშიძე და ზურაბ მახარაძე, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსი სპეციალისტი (არქეოლოგი) – ზურაბ გიორგაძე და საყდრისის კომიტეტის წევრები იმყოფებოდნენ.

ეროვნული მუზეუმის, ასევე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერთსაათიანი დეტალური დათვალიერების შემდეგ, დასახელებულ ტერიტორიაზე ძველი გამონამუშევარის კვალი არ აღმოჩნდა.

„ფოტოზე ასახული ვითარება ერთი შეხედვით ჰგავდა გამონამუშევარის კვალს, ჩვენ ადგილზე მივედით, დეტალურად დავათვალიერეთ ტერიტორია, თუმცა იქ ძველი გამონამუშევარის კვალი არ აღმოჩნდა“, -განაცხადა არქეოლოგმა ირინა ღამბაშიძემ.

დასახელებულ ტერიტორიაზე ძველი გამონამუშევარის კვალის არსებობას არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსი სპეციალისტი (არქეოლოგი) – ზურაბ გიორგაძე ადასტურებს.

„ წარმოდგენილ ფოტოებზე ჩანდა ერთგვარი ღრმულები, თუმცა ექსპერტებმა დავათვალიერეთ ტერიტორია და ეჭვი , რომ საყდრისის მე-2 უბანზე ძველი გამონამუშევარის კვალი შეინიშნებოდა, არ დადასტურდა. მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია „არემჯი გოლდმა“ ყველანაირად შეგვიწყო ხელი, რომ დეტალურად დაგვეთვალიერებინა ტერიტორია“, – აღნიშნა  ზურაბ გიორგაძემ.

„აღნიშნულმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საყდრისის კომიტეტის ბრალდებები უსაფუძვლოა და მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, კომპანიის სალიცინზიო ტერიტორიაზე შესაძლოა პრეისტორიული მაღაროს არსებობის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება. აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს როგორც ეროვნული მუზეუმის ასევე კულტურული მემკვიდერეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ექსპერტებმა, რომლებმაც დღეს დეტალურად დაათვალიერეს ტერიტორია. ჩვენ მოვუწოდებთ, საყდრისის კომიტეტს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან როგორც მედიაში ასევე საზოგადოებაში.“ – განაცხადა კომპანია „არემჯის” წარმომადგენელმა ამირან ქართველიშვილმა.


 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები